დღეს გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დასანიშნი წევრის შესარჩევი კონკურსი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად პრეზიდენტმა დამოუკიდებელი კომისია შექმნა.

  • 2024 წლის 22 ივლისს უფლებამოსილების ვადა ეწურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს;
  • 2024 წლის 21 ივნისს გამოცხადდა კონკურსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევად;
  • განცხადებები მიიღება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 2 ივლისამდე;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად პრეზიდენტმა დამოუკიდებელი კომისია შექმნა;
  • არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა  საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს;

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში“. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოვებელი კომისიის მიერ.

პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს  კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც  აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ  მოთხოვნებს.   

აღნიშნულის მიუხედავად,  კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული გამჭვირვალობისთვის, ასევე შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით,  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით,  2024 წლის 21 ივნისს შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია. შესარჩევი კომისია  შეისწავლის კონკურსში მონაწილეთა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან  შესაბამისობას;

ასევე და უმთავრესად, კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური  გასაუბრების შედეგად, კომისია შეაფასებს  კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და  კეთილსინდისიერებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს კანდიდატების შესახებ. 

კომისიის შეთავაზება სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ ზღუდავს საქართველოს პრეზიდენტს შესარჩევ კონკურსში მონაწილეებს შორის კანდიდატის შერჩევაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესი:

  1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება 2024 წლის 2 ივლისამდე  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ათონელის ქუჩა, 25.   ტელ: 2288888 );
  2. 2024 წლის 3-10 ივლისის პერიოდში კომისია  გამართავს კანდიდატებთან   გასაუბრებას.  გასაუბრება იქნება საჯარო;
  3. პრეზიდენტი  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს დანიშნავს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა;

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაცია  და დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: https://rb.gy/cltui3

კონკურსში მონაწილეობისათვის შესავსები ფორმები:

დანართი N2

დანართი N3

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს