სალომე ზურაბიშვილი
დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში (საფრანგეთი).
იცის ქართული, ფრანგული, ინგლისური (თავისუფლად) და იტალიური (სასაუბრო დონეზე) ენები.
განათლება
1969 - 1972 | პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, პარიზი, საფრანგეთი |
1972 - 1973 | კოლუმბიის უნივერსიტეტი, საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლა, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები |
დიპლომატიური და პოლიტიკური კარიერა
1974 - 2004 |
დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (საელჩოები იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩადიში); საფრანგეთის წარმომადგენლობებში (გაერო, ნატო, დასავლეთ ევროპის კავშირი, ეუთო). მუშაობდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ეროვნული თავდაცვის გენერალურ სამდივნოში საერთაშორისო და სტრატეგიულ საქმეთა დირექტორად; საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სტრატეგიულ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად. |
2003 |
დაინიშნა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში. |
2004 - 2005 |
იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, 2006 წლის 11 მარტს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“. |
2006 - 2015 |
იყო პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი (საერთაშორისო ურთიერთობები). |
2010 - 2015 |
ხელმძღვანელობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების მონიტორინგის ჯგუფს. |
2016 |
გახდა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი. |
2018 | გახდა საქართველოს პრეზიდენტი |