საქართველოს პრეზიდენტის დროშა
შტანდარტის აღწერა:
საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი - წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით.
საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის დროშა დამტკიცებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 ივლისის N191 ბრძანებულებით, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.