საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე
ზურაბ მაჭარაძე დაიბადა 1984 წლის 19 აპრილს ქ. ხონში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2007-2008 წლებში სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სამეწარმეო სამართლის სპეციალობით. 2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ზურაბ მაჭარაძე 2006 წელს მუშაობდა განათლების სამინისტროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის სახელმწიფო სამსახურში. 2007-2011 წლებში იმყოფებოდა იტალიაში, ქ. ბოლონიაში, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა საადვოკატო ფირმის „ფრანკო ლუიჯი და სტეფანო დალა ვერიტა და პარტნიორების" იურისტად, არასამთავრობო ორგანიზაციის - Amici dei Popoli ONG, Fondazione Forense Bolognese (Ordine degli Avvocati di Bologna) სპეციალისტად. 2011-2012 წლებში იყო სსიპ -კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის დირექტორი. 2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის ჯგუფის წამყვან სპეციალისტად.
ზურაბ მაჭარაძე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას: 2009 წელს იყო მილანის უნივერსიტეტის, 2011-2012 წლებში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 2015-2016 წლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, 2018-2019 წლებში - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, 2020-2021 წლებში - წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2012 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისიტენტი პროფესორი, ხოლო 2019 წლიდან - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2015 წლის 3 აგვისტოს ზურაბ მაჭარაძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ.
ზურაბ მაჭარაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.
ფლობს ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.