საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
თეა დარსანია დაიბადა 1970 წლის 8 აპრილს ქ. ზუგდიდში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი.
თეა დარსანია 1987-1997 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
1997 წლიდან მუშაობა დაიწყო ფონდ „კონსტანტაში" სესხის ოფიცრად, 1998 წლიდან გადავიდა ამავე ორგანიზაციაში უფროსი მოლარის, 1999-2007 წლებში - ბუღალტრის, ხოლო 2007 წლიდან - ქოლცენტრის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2008-2012 წლებში მუშაობდა სს „საქართველოს ბანკში" და იყო სერვისცენტრის მართველი, ხოლო 2012-2014 წლებში - საოპერაციო პერსონალის დაგეგმვის სამსახურის უფროსი. 2014-2017 წლებში ხელმძღვანელობდა ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. 2017-2019 წლებში იყო შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+"-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
2019 წლის პირველ მაისს თეა დარსანია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების კონსულტანტად, ამავე წლის პირველი აგვისტოდან - ადამიანური რესურსების მენეჯერად, პირველი ნოემბრიდან - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად, ხოლო 2020 წლის პირველ ივლისს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს ერთი შვილი.