საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

გიორგი მსხილაძე

 

გიორგი მსხილაძე დაიბადა 1975 წლის პირველ დეკემბერს ქ. თბილისში. 1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მართვის უნივერსიტეტი ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით, 2001 წელს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.

გიორგი მსხილაძე 1997–1999 წლებში იყო . თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლო აღმასრულებელი. 1999–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში. 2005–2008 წლებში ხელმძღვანელობდა შპს ყაზტრანსგაზთბილისის საბურთალოს რაიონის სადისტრიბუციო ცენტრს. 2013–2014 წლებში იგი იყო პარტია საქართველოს გზის იურისტი, ხოლო 2016–2017 წლებში მუშაობდა მაჟორიტარი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის ბიუროში.

2018 წლის 27 დეკემბრიდან გიორგი მსხილაძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობის საკითხებში, 2019 წლის 21 ოქტომბრიდან საპარლამენტო მდივნის კონსულტანტად, ხოლო 2021 წლის 8 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს ორი შვილი.