საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

 

 

 

ინფორმაცია მალე განახლდება

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

პრეზიდეტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან ისეთ თემებზე საუბრის დაწყებას, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია და საზოგადოება დაპირისპირებული

საქართველოს პრეზიდენტი - ეროვნული თანხმობის პროცესში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება, რადგან ის მხარდაჭერილი უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და დიასპორისგან

საქართველოს პრეზიდენტი - ეროვნული თანხმობის პროცესი იწყება მოსმენით, აზრთა გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, სიმართლის გაგებითა და სამართლიანობით, რომლის შემდეგაც შეიძლება შედგეს შერიგება

პრეზიდენტი - პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ