საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში

ვლადიმერ ონოფრიშვილი

ვლადიმერ ონოფრიშვილი დაიბადა 1982 წელს ქ. თბილისში. 2004 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი.

იგი არის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის - ფესტივალ „კონცერტეუმისა" (მარკოპულო, საბერძნეთი) და შოპენის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების (იუგოსლავია) ლაურეატი.

ვლადიმერ ონოფრიშვილი 2000-2001 წელებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და  იყო კაპელის აკომპანიატორი. 2006-2007 წლებში იყო ქართული მუსიკის მოყვარულთა საზოგადოების სამხატვრო საბჭოს წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2008-2010 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს სპეციალისტი. 2010-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 2017 წელს იყო მაჟორიტარი პარლამენტარის სალომე ზურაბიშვილის ბიუროს თანამშრომელი.

2018 წლის 29 დეკემბრიდან ვლადიმერ ონოფრიშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად კულტურის საკითხებში, 2021 წლის პირველი აპრილიდან - საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად კულტურის საკითხებში.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.