საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში
ნინო ცქიტიშვილი დაიბადა 1958 წლის 19 ნოემბერს ქ. თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი, 1989 წელს - თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.
მუშაობა დაიწყო 1999 წლიდან საპროექტო ინსტიტუტში, 2005 წელს იყო მოძრაობა „საქართველოს გზის" მენეჯერი. 2006 წელს იყო პოლიტიკური პარტიის „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, შემდგომში - ამავე პარტიის მენეჯერი, 2008-2010 წლებში - პოლიტსაბჭოს წევრი, ხოლო 2010-2014 წლებში ითავსებდა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას. 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხელმძღვანელობდა სალომე ზურაბიშვილის შტაბს, შემდეგ - მთაწმინდის მაჟორიტარის სალომე ზურაბიშვილის ბიუროს, ხოლო 2018 წელს ჩაბმული იყო დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში.
2018 წლის 27 დეკემბრიდან ნინო ცქიტიშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში, 2019 წლის პირველი დეკემბრიდან - საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში.
ჰყავს მეუღლე და შვილი.