საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში
ქეთევან თათოშვილი დაიბადა 1981 წლის 23 მაისს. 2004 წელს დაამთავრა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი. 2009-2010 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის/კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. 2011-2014 წლებში გაიარა გრენობლის მართვის სკოლის/გრენობლის ბიზნესის სამაგისტრო სკოლის პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი და საერთაშორისო მართვის პირველი რანგის ტიტული. 2015-2018 წლებში, სხვადასხვა დროს, გაიარა WHARTON და INSEAD-ის ბიზნესის სკოლების სასწავლო კურსები. მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები.
ქეთევან თათოშვილი 2004-2006 წლებში მუშაობდა მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის ხარისხის მართვის მენეჯერად. 2005-2006 წლებში ჩართული იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის ხარისხის მართვის პროექტებში. 2006 წელს გაიარა სტაჟირება ევროპის საბჭოში (სტრასბურგი, საფრანგეთი) ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.
2006-2012 წლებში ქეთევან თათოშვილი მუშაობდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ABT ASSOCIATES Inc. სხვადასხვა თანამდებობაზე, სახელმწიფო პოლიტიკის და საერთაშორისო განვითარების პროგრამების მიმართულებით, 2012-2015 წლებში - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ჯანდაცვის სისტემების განმტკიცების პროექტის“ დირექტორის მოადგილედ, პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ABT ASSOCIATES Inc. 2015-2018 წლებში მუშაობდა კორპორაცია MICROSOFT-ში, საჯარო სექტორის, განათლების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სექტორების მიმართულებით.
ქეთევან თათოშვილი 2021 წელს ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო ფაკულტეტზე, მიწვეული ლექტორის რანგში.
2019 წლის პირველ თებერვალს ქეთევან თათოშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში, ხოლო 2021 წლის 18 ოქტომბრიდან - საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში.
ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.