საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში
ანგი ხუციშვილი დაიბადა 1987 წლის 6 მაისს ქ. თბილისში. 2008 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ამავე წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის სპეციალობით. 2015 წელს ჩააბარა დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღო სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი. 2018 წლიდან სწავლობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სამართალმცოდნეობის მიმართულებით.
ანგი ხუციშვილი 2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2009-2012 წლებში იყო „კომპანია და მეფარიძის" იურისტი (ადვოკატი), 2010-2011 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მდივანი, ხოლო 2011-2011 წლებში - არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" იურისტი და ტრენერი. 2011-2017 წლებში იყო ა(ა)იპ - საზოგადოებრივი ინსტიტუტის თავმჯდომარე. 2011-2018 წლებში ეკავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის იურისტის თანამდებობა. 2014-2016 წლებში იყო შპს „8 სიგმას" დირექტორი.
2013 წელს საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე ანგი ხუციშვილი იყო პოლიტიკური პარტიის „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" მთავარი იურისტი, 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში - დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის იურისტი, 2018 წელს - დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი.
2018 წლის 29 დეკემბერს ანგი ხუციშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობის საკითხებში, პერიოდულად ასრულებდა ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობას. 2020 წლის 15 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში.
ანგი ხუციშვილს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები: „მტკიცებულებათა შესახებობის და დასაშვებობის ძირითადი თავისებურებანი სამოქალაქო პროცესში" და „მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი სამოქალაქო პროცესში".
ფლობს ინგლისურ ენას.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.