ლოგისტიკისა და ღონისძიებების ორგანიზების სამსახურის ხელმძღვანელი
ვლადიმერ ონოფრიშვილი დაიბადა 1982 წელს ქ. თბილისში. 2004 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი.
ვლადიმერ ონოფრიშვილი 2000-2001 წელებში მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იყო კაპელის აკომპანიატორი. 2005-2007 წლებში მუშაობდა შპს „საქართველოს ექსპრეს ფოსტაში“ მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, 2006-2007 წლებში იყო ქართული მუსიკის მოყვარულთა საზოგადოების სამხატვრო საბჭოს წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2008-2010 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში, თავდაპირველად კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უძრავი ძეგლების, არქეოლოგიისა და დაცული ზონების სამმართველოს სპეციალისტის, შემდეგ კი ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2011-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 2017 წელს იყო მაჟორიტარი პარლამენტარის სალომე ზურაბიშვილის ბიუროს თანამშრომელი. 2018 წლის 29 დეკემბრიდან იგი იყო საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი კულტურის საკითხებში, 2021 წლის პირველი აპრილიდან კი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში.
2024 წლის პირველ აპრილს ვლადიმერ ონოფრიშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოგისტიკისა და ღონისძიებების ორგანიზების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.