საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოგისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი
ალექსანდრე თედიაშვილი დაიბადა 1966 წლის 18 აგვისტოს ქ. თბილისში. 1992 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მშენებლის, ხოლო 1997 წელს - თბილისის ეკონომიკის ინსტიტუტი ბიზნესმენეჯერის სპეციალობით.
ალექსანდრე თედიაშვილი 1992-2002 წლებში მუშაობდა კერძო ბიზნესის სფეროში. 2002-2007 წლებში სხვადასხვა დროს იყო ფონდ „კონსტანტას" (შემდგომ - „ბანკი კონსტანტა") სესხის ოფიცერი, ვარკეთილის, ლილოს, საგარეჯოს ფილიალის დირექტორი, კონტროლინგის სამსახურის უფროსი, მართვის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. 2014-2018 წლებში მუშაობდა სს „თი-ბი-სი" ბანკში, თავდაპირველად ლოგისტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ უძრავი ქონებისა და კრიზისების მართვის მენეჯერად. 2018-2020 წლებში იყო კომპანია ASEDL-ის დირექტორი.
2020 წლის 10 აგვისტოდან ალექსანდრე თედიაშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ლოგისტიკის მენეჯერად, 2020 წლის პირველი დეკემბრიდან - ამავე სამსახურის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად, 24 დეკემბრიდან - ლოგისტიკის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად, ხოლო 2021 წლის 4 მაისს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოგისტიკის სამსახურის ხელმძღვანელად.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.