საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი

ეკატერინე ირემაძე

ეკატერინე ირემაძე დაიბადა 1975 წლის 12 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია. გარდა ამისა, გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი და ტრენინგი ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, ასევე ზრდასრულთა სწავლების ტრენერთა ტრენინგები და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები.

ეკატერინე ირემაძე 1992 წლიდან მუშაობდა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც 2011 წლამდე სხვადასხვა დროს იყო მოლარე-ბუღალტრის, ეკონომიკის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტისა და ამავე დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2011-2014 წლებში იყო სსიპ - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახურის ლოგისტიკის, ადამიანური რესურსებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი შესყიდვების მიმართულებით. 2013-2014 წლებში ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მრჩევლის (შესყიდვების მიმართულებით) თანამდებობა, ხოლო 2014-2016 წლებში იყო სსიპ - იუსტიციის სახლის ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის მრჩეველი.

2016 წლის 20 იანვრიდან ეკატერინე ირემაძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე, 2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტის შესყიდვების დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილებას, 2019 წლის წლის 15 მარტიდან დაინიშნა სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად, 2021 წლის 25 თებერვალს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.