საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი

თამთა ბიწაძე

 

 

თამთა ბიწაძე დაბადა 1984 წლის 24 აგვისტოს ქ. თბილისში. 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, 2008 წელს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

თამთა ბიწაძემ მუშაობა დაიწყო 2007 წლიდან და სხვადასხვა დროს იყო სს „ბაზის ბანკის" (2007), სს „ბი-თი-ეი ბანკისა" (2008-2010) და სს „ბანკი ქართუს" (2010-2012) საოპერაციო განყოფილების ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მომსახურების მენეჯერი, აგრეთვე ფიზიკურ პირთა ანგარიშთა მენეჯერი. 2013-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში და სხვადასხვა დროს იყო „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" მონიტორინგის ჯგუფის ადმინისტრატორი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი, ტრენერი სააგენტოს ტრენინგცენტრში. 2018-2019 წლებში იყო კომპანია „კენარის" ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.

2020 წლის 3 აგვისტოს თამთა ბიწაძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.