საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი

თამარ ესაკია სალიბეგაშვილი

 

 

თამარ ესაკია სალიბეგაშვილი დაიბადა 1979 წლის 2 ივნისს ქ. თბილისში. 2000 წელს დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის  ფაკულტეტი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობით, 2019 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი

თამარ ესაკია სალიბეგაშვილმა 1998 წელს დაიწყო მუშაობა მსოფლიო ბანკისსაქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს რესტრუქტურიზების პროექტის უმცროს სპეციალისტად. პარალელურად მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროში. 2012 წელს იყო სავაჭრო სამრეწველო პალატის პროტოკოლის უფროსი სპეციალისტი. 2014-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსად. 2016 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხელმძღვანელობდა საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის სამმართველოს. 2018 წლიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ეკავა პროტოკოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, 2019 წლიდან იმავე სამინისტროში ასრულებდა სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციებს.

2020 წლის 10 თებერვალს თამარ ესაკია  დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელად.

ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.