პრეზიდენტმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა პანდემიის მართვის საკითხები განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ჰანს კლუგეს. შეხვედრისას განხილეს პანდემიის პერიოდში საქართველოს მიერ ჯანდაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებები. ასევე, კოვიდ-19 ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხები. 

შეხვვედრაზე ხაზი გაესვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობას, როგორც ეფექტიან ინსტრუმენტს მოსახლეობის ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომიბის ისე ფინანსური ტვირთის შემცირების კუთხით. პრეზიდენტმა აღნიშნა რომ საჭიროა მეტი პროგრამული ინტეგრაცია და საქართველოს ჩართულობა თუნდაც ისეთ პროგრამებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროკავშირის ქვეყნებისთვის. 

პრეზიდენტი შეეხო საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მართვის სირთულეებს და ამ კუთხით აქტიური მასშტაბური ინიციატივების და საერაშორისო დახმარების საჭიროებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ იქნა მზადყოფნა, ონკლოგიური დაავადებების მართვის მხირვ დამატებითი ჩართულობის შესახებ.

სხვა სიახლეები