საქართველოს პრეზიდენტმა ირლანდიის პრეზიდენტთან ვაქცინის საკითხში ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი ირლანდიის პრეზიდენტს მაიკლ ჰიგინსს ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს ირლანდიის გაეროს უშიშროების საბჭოში არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც პატარა ქვეყნებისათვის მაგალითს წარმოადგენს. 

საუბარი შეეხო ასევე, საქართველო - ირლანდიის 25 წლიან ურთიერთობებსა და მისი განვითარების პერსპექტივებს.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას განსაკუთრებით დღეს, კოვიდპანდემიის პერიოდში.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო