საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.

აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარიზში, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum ფარგლებში, ანტონიო გუტიერეშთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე დააყენა. 

 

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტეირიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა უკანონო გატაცებებს.

სხვა სიახლეები