საქართველოს პრეზიდენტმა ტრიუმფალურ თაღთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტრიუმფალურ თაღთან, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ტრიუნფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტები, რომლებმაც ცერემონიაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა აღმართეს.

პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

სხვა სიახლეები