საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

 საქართველო მხარს უჭერს ეფექტიანი ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას, განსაკუთრებით კანონდებლობითი, ადმინისტრაციული, ინსიტიტუციური მექანიზმების განვითარების მიმართულებით.  

საქართველოს პრეზიდენტმა მომავალ წელს საქპატენტსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის 30 წლისთავის აღსანიშნავად მომავალ წელს  ორგანიზაციის ხელმძღვანელი დარენ ტანგი საქართველოში მიიწვია

,,დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რამდენად ღირსეული და მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ამ ორგანიზაციასთან, რომელიც იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას.ზოგჯერ ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც ძალიან ტექნიკურ და იურიდიულ ორგანიზაციას, რომელიც გვაძლევს მიმართულებას ახალი კანონმდებლობის თვალსაზრისით, მაგრამ ეს ორგანიზაცია ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ იურიდიული ასპექტი, რამეთუ, ჩვენთვის, პატარა ქვეყნისთვის, რომლის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მიმართულება ღვინის ექსპორტია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება საზღვარგარეთ, რომ ექსპორტის გაადვილდეს. ამისთვის ჩვენ ამ დარგში მეტი ექსპერტი გვჭირდება.

ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ უნივერსიტეტებს შორის განახლდეს პროგრამები და  შეიქმნას ახალი მაგისტრატურის საერთო პროგრამა. ყველა ამ კუთხით ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ახალგაზრდებს, ქალებს და პატარა და საშუალო ბიზნესს, რომ ჩვენი პროდუქცია იყოს უფრო დაცული და ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ.

იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს ამ ორგანიზაციის სიმპოზიუმს და კიდევ უფრო კარგად გავიცნობთ ყველა იმ შესაძლებლობებს, რაც ამ კუთხით არსებობს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ორგანიზაცია მზადაა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროებში და განავითაროს სხვადასხვა მიმართულებებით ქვეყანასთან  მჭიდრო თანამშრომლობა.

სხვა სიახლეები