პრეზიდენტმა შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები: მარიანა კრაიერი, ბარბარა შელევალდი და სირილ ჰერინგი. 

მარიანა კრაიერი,  30 წელზე მეტია საზოგადოებრივი გაერთიანება ,,საქართველოს" წევრია შვეიცარიაში. თანადამაარსებელია თბილისის მე-6 ავტორიზებული სკოლის  და გამომცემლობა ,,ამირანის" და კიტა და აკაკი ჩხენკელების არქივის თანამფლობელი, 

დახმარებას უწევს ქართველ ხელოვანებს  და ეწევა ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას, ატარებს ქართული კულტურის ფესტივალებს. 

სირილ ჰერინგი, იურისპუდენციის დოქტორია, რომელმაც  ბაზელში დააარსა მხატვრების გაცვლითი პროგრამა,  რითიც დღემდე არაერთმა ქართელმა ისარგებლა. საქართველოში რეგულარულად ატარებს სხვადასხვაა უნივერსიტეტებში ლექციებსა და სემინარებს 

ბარბარა შელევალდი ბაზელის უნივერსიტეტის ემერიტუსი და  შუასაუკუნეების ხელოვნების სპეციალისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაზელის უნივერსიტეტის სახლეოვნებათმცოდნეო ფაკულტეტიდან სამეცნიერო ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში და  გამოსცა უმნიშვნელოვანესი კვლევა სახელოვნებათმცოდნეო პერიოდიკაში. 

დაჯილდოების ცერემონია დღეს ქალაქ ბერნში გაიმართა. 

საქართველოს პრეზიდეტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებს თავად გადასცა და საქართველო-შვეიცარიის ისტორიული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა, რომელშიც გარკვეულ ეტაპებზე ქალთა ჩართულობა და მათი როლი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. 

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შვეიცარიის კონფედერაციაზე, როგორც საქართველო - რუსეთს შორის მედიატორის განსაკუთრებულ როლზე. 

დაჯილდოებულებს  ღირსების მედლების მიღება ქართული ხალხური სიმღერითა და მუსიკალური ნაწარმოებებით მიულოცეს ანსამბლმა ,,რუსთავი" და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა დემეტრე გამსახურდიამ.

სხვა სიახლეები