დახვედრის ოფიციალური ცერემონია კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ნიქოზიაში, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შესრულდა საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკების სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო კვიპროსის პირველი პრეზიდენტის, მთავარეპისკოპოს მაკარიოს III-ის ხსოვნას და მისი ქანდაკება გვირგვინით შეამკო.

საქართველოს პრეზიდენტი კვიპროსის რესპუბლიკაში პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში,  შეხვდება კვიპროსის  რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს, შეხვედრა პირისპირ და დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე, კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ანიტა დემეტრიოუსსა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს.

სხვა სიახლეები