საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - რეალობა აჩვენებს, თუ რამდენად დამოუკიდებელი ვარ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - რეალობა აჩვენებს, თუ რამდენად დამოუკიდებელი ვარ
პრეზიდენტის ინტერვიუ „France24”-თან
ჟურნალისტი : კატრინ ნიგოლსენი

წამყვანი: გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას „საუბრები ევროპაზე“. მე კატრინ ნიგოლსენი ვარ, გმადლობთ, რომ გვიყურებთ. მოხარული ვართ, რომ სტუდიაში მოვიწვიეთ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გმადლობთ, რომ გვესტუმრეთ.
პრეზიდენტი: დიდი მადლობა

წამყვანი: თქვენ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ხართ და თქვენ ხართ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ცხოვრება დაიწყო, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ. ასე რომ, მსურს ვისაუბროთ თქვენს კარიერაზე ამ თვალსაზრისთ, ვისაუბრებთ რასაკვირველია არჩევნებზე, საქართველოს ევროპაში გაწევრიანების მისწრაფებაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე. პირველ რიგში გადავხედოთ, რა გზა გაიარა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგი დიპლომატის კარიერიდან საქართველოს პრეზიდენტობამდე.

წამყვანი: ეს ქეთევან გურჯისტანი იყო, რომელიც, ვფიქრობ უნდა ავღნიშნო, თქვენი ქალიშვილია. ქეთევანი მონაწილეობას იღებდა თქვენს საკმაოდ მწვავე წინა საარჩევნო კამპანიაში, რომლის ფარგბელშიც თქვენ და თქვენს ოჯახს სიკვდილითაც კი დაემუქრნენ.

პრეზიდენტი: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წინსაარჩევნო კამპანიის ბოლო ნაწილში ჩემი შვილები ჩემს გვერდზე იყვნენ, რადგან რთული იყო. რთული იყო ჩემთვის, როგორც ქალისთვის, როგორც პოლიტიკური კანდიდატისთვის, რთული იყო იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც ბევრი რამ დავთმე, მათ შორის საფრანგეთის მოქალაქეობა, რაც კონსტიტუციის მიხედვით აუცილებელი იყო.

წამყვანი: კენჭს იყრიდით როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ და მისი მილიარდერი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი უჭერდა მხარს. საქართველოში არსებობს თავისუფლად გაჟღერებული ეჭვი თქვენს კამპანიაზე და პოლიტიკაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენასთან დაკავშირებით. რამდენად ჰქონდა მას ეს ძალაუფლება?

პრეზიდენტი: მას არ ჰქონდა ძალაუფლება, გარდა პარტიის მხარდაჭერისა. მათ გადაწყვიტეს ჩემი მხარდაჭერა, როდესაც კამპანია უკვე დაწყებული იყო და მეც კენჭს ვიყრიდი. მე არ მქონია არც წინასწარი კონსულტაციები, არც შეთანხმება, თუ რას გავაკეთებდი როგორც პრეზიდენტი. ახლა მე ვარ ექვსი წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი, ეს ყველაზე დიდი ვადაა საქართველოს ისტორიაში და სხვა არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ. ეს მაძლევს სრულ დამოუკიდებლობას და ამას მოელოდა მმართველი ძალაც. რეალობა აჩვენებს, თუ რამდენად დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ, მგონია, რომ უკვე ცნობილი ვარ დამოუკიდებლობით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

წამყვანი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ ერთი საკითხი დააყენა, რომელიც ეხება იმას, რაც მეორე ტურამდე მოხდა. 
ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ დაფარავდა 600 000 ამომრჩევლის ვალს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებდა, რომ “ქართუს“ უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ისინი საუბრობენ ხმების ყიდვაზე, რაც ძალიან სერიოზული ბრალდებაა.

პრეზიდენტი: ეს ბრალდებები არ არის ზოგადად არ ახდენს გავლენას არჩევნების შეფასებაზე.  ეს გადაწყვეტილბები ახალი არ ყოფილი, ეს ჩართული იყო პრემიერ-მინისტრის ახალ პროგრამაში, ახალი პრემიერ-მინისტრის, რომელიც მთავრობის სათავეში მოვიდა და ეს განხორციელდა არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად გასულ თვეს. ასე რომ, ეს ჩემთან არ იყო დაკავშირებული, მე არ ვიყავი ამ გადაწყვეილების ნაწილი.

წამყვანი: შესაძლოა იყოს შემდგომი გამოძიება, რომელსაც თქვენ ალბათ მიესალმებით.
პრეზიდენტი: შესაძლოა ჩატარდეს, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთ გამოძიებას ადგილი ექნება. საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს არჩევნების კანონიერება და შეიმუშავეს რამდენიმე რეკომენდაცია შემდგომი კანონიერი არჩევნებისთვის. ხელისუფლება მიესალმა ამ რეკომენდაციებს და მათ სურთ რომ ისინი შეასრულონ. მეც ასევე მსურს, რომ ვიყო ამ რეკომენდაციების შერულების გარანტი.

წამყვანი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან, რამაც ასევე გავლენა მოახდინა ხმის მიცემის პროცესზე, თითქმის 10 წლის შემდეგ საქართველო-რუსეთის ხანმოკლე ომიდან, რომელიც საქართველოს ძვირი დაუჯდა,  რომლის დროსაც მოკლული იქნა 180  ქართველი და რომლის შედეგადაც არსებობს უამრავი ლტოლვილი, რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განდგომილ რეგიონებში.

პრეზიდენტი: ვფიქრობ, რომ ამ ომის უდიდესი ტრაგედიაა, რომ ამის შედეგად ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარებული იქნა რუსეთის მიერ, თუმცა ეს აღიარებული არ არის საერთაშორისო საზოგადოების თითქმის არცერთი წევრის მიერ.  ეს არის საქართველოს ყოველდღიური ტრაგედია, საოკუპაციო ხაზი ყოველდღიური პროვოკაციების საგანია. ხდება ამ ხაზის გადმოწევა რუსი ჯარისკაცების მიერ.

წამყვანი: თუმცა თქვენ შეგიძლიათ იყოთ მკაცრი და ძლიერი რუსეთთან. თქვენ მიაღწიეთ წარმატებას  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან  საგარეო საქმეთა მინისტრობისას. იმუშავებს თუ არა ეს და ეცდებით თუ არა ამ კავშირების გამოყენებას?

პრეზიდენტი: იმ დროს მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს სერგეი ლავროვთან რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გატანის შესახებ. ეს პოზიტიური იყო და მათ გაიყვანეს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იყო წარმატება საქართველოსთვის და არ იყო დამარცხება რუსეთისთვის. რუსეთი ახალ დაბრუნდა უკან და ეს არის თამაში ნულოვანი შედეგით იმის გათვალისწინებით, რაც მე გავაკეთე.  ისინი ფიქრობენ, რომ თუ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისა და ნატოსკენ, ისინი კარგავენ რაღაცას და რამდენ ხანსაც ისინი არ აღიარებენ, რომ მსოფლიო შეიცვალა, ძალიან რთული იქნება მათთან ურთიერთობა. ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც გარიგება შეუძლებელია. დათბობა არ არის დამოკიდებული ჩვენზე, ის დამოკიდებყულია რუსეთზე და  თუ ისინი პატივისცემით არ დაიწყებენ, არ არსებობს წინსვლის გზა.

წამყვანი: საქართველოს აქვს ევროპული ამბიციები, ევროკავშირის წევრობის ამბიციები. შეგიძლიათ თუ არა, რომ წახვიდეთ ასოცირების შეთანხმებაზე შორს, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წელს?  გამოკითხვის შედეგებით ევროპელების 45% ეწინააღმდეგება ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას. ხართ თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, გაქვთ თუ არა დროში გაწერილი გეგმა?

პრეზიდენტი: მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მჯერა, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჩვენ ვართ ევროკავშირის საზღვაო საზღვარზე. ვფიქრობ, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება ევროკავშირში. ჩვენ ისევ ვართ ერთ-ერთი იშვიათი ევროენთუზიასტი ქვეყანა და ამის გამო საინტერესო ევროკავშირისთვის. ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებების დროს, რომელსაც ევროკავშირი განიცდის, შესაძლოა საქართველოსთვის უფრო მეტი სივრცე იყოს ვიდრე ადრე, როცა ყველაფერი იყო ძალიან მყარი და ნათელი იმ გზაზე, რომლითაც ევროკავშირი მიდიოდა. ასე რომ, მოვლენები იცვლება. ვგულისხმობ, რომ მნიშვნელოვანია შევიდეთ ევროკავშირში, როდესაც ეს შეგვეძლება, ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ევროკავშირში პოლიტიკური თვალსაზრისით სრული წევრობის გარეშე და ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი.

წამყვანი: რაც შეეხება ყალბ ინფორმაციებს, ევროკავშირი შეშფოთებულია ყალბი ინფორმაციების გავრცელებით. ზოგიერთი ყალბი ინფორმაცია ქრთული საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება. ყალბი ინფორმაციია თუ ფაქტია:  ჩართო თუ არა ევროპარლამენტმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ტერორისტების შავ სიაში? ეს არის საქართველოში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციების მიმდევარია. ეს ინფორმაცია გამოჩნდა ქართულ საიტზე mediacity.ge  2016 წლის მეორე ნახევარში. „მედიასიტი“ ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომისიამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის ეკლესია ისლამურ ჯგუფთან გააიგივა და კომისიამ გაათანაბრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია „აისისთან“. ფაქტობრივად, რეალური რეზოლუცია მოუწდებს, რომ გაძლიერდეს რეაგირება პროპაგანდაზე, რომელიც დაფინანსებულია რუსეთის მთავრობის მიერ. ეს რეზოლუცია ახდენს რუსეთის მექანიზმების და ინსტრუმენტების ინდეტიფიცირებას და იძლევა საექსპერტო ორგანიზაციების, სპეციალური ფონდების, მულტიკულტურული სატელევიზიო სადგურების, ფსევდო ახალი ამბების სააგენტოების, ტრანსსასაზღვრო სოციალური და რელიგიური ჯგუფების მაგალითებს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ნახსენები, არ ხდება მისი გაიგივება ტერირისტულ ჯგუფებთან და არ არსებობს არავითარი ნაბიჯები ამის გასაკეთებლად. ასე რომ, ევროპარლამენტს რუსეთის ეკლესია ტერორისტების შავ სიაში არ ჩაურთავს. ახდენს თუ არა ეს ყალბი ინფორმაციები გავლენას თქვენს საზოგადოებაზე?

პრეზიდენტი: საშინელებაა. საზოგადოება სოციალურ ქსელებს ძალიან აქტიურად იყენებს და როგორც იცით, სოციალური ქსელები არის ასეთი ყალბი ინფორმაციების მასობრივად გავრცელების საშუალება. ფაქტობრივად, როდესაც მე მქონდა შეხვედრები ბრიუსელში ევროკავშირსა და ნატოში, მე ვთხოვე მათ, რომ გაგვიწიონ მხარდაჭერა მედიის ტრენინგის თვალსაზრისით, რათა ვებრძოლოთ ამას, რაც მთავარი დაავადებაა დღეს. ჩვენ გვაქვს საქართველოში ლუგარის ლაბორატორია, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ეს ლაბორატორია დადანაშაულებული იქნა გრიპის ვირუსის გავრცელებააში და ეს გამოყენებული იქნა რუსი ოკუპანტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამშვები პუნქტების დახურვის მიზეზად.

წამყვანი: საქართველოს ამბიციაა, რომ ასევე შეუერთდეს ნატოს. გასულ წელს ნატოს ხელმძღვანელმა იანს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება პრაქტიკული მექანიზმები ნატოში გასაწევრიანებლად და რომ ის სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში წევრობას. ფიქრობთ თუ არა რომ ეს საქმე წინ მიიწევს, როდესაც ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა თავშეკავებულია ამ თვალსაზრისით?

პრეზიდენტი: ვფიქრობ, რომ ეს ისევ პოლიტიკური რეალობაა, რაც საკმაოდ რთულს ხდის  ნატოსთვის, რომ განიხილოს გაფართოების საკითხი, მათ შორის, მისი ურთიერთობის გამო ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ვგულისხმობ, რომ ეს ყველაფერი ერთად ართულებს ახალი ნაბიჯების გადადგმას. მაგრამ ამავე დროს, ისევე როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, ჩვენ ველოდებით, რომ მოვლენები დალაგდეს მომავალი წევრობისთვის. ჩვენ უნდა მივიღოთ მეტი, მეტი უსაფრთხოება ნატოსგან, მეტი თანამშრომლობა და ჩვენ ვიღებთ საკმაოდ ბევრს. ჩატარდება ძალიან მნიშვნელოვანი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე მარტში, სამხედრო კომიტეტი განახორციელებს ვიზიტს და ასევე გენერალური მდივანი განახორცილებს ვიზიტს.  ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან ყურადღებას, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ყურადღება შავ ზღვაზე არსებული გარემოებებიდან გამომდინარე და ჩვენ ვიღებთ უფრო მეტ ვიზიტებს შავ ზღვაზე. ეს ყველაფერი ზრდის საქართველოს უსაფრთხოებას და ეს მნიშვნელოვანია დღეს.

წამყვანი: რას იტყვით თქვენს განცხადებაზე თქვენი საარჩევნო კამპანიის დროს, რომელმაც მნიშვნელოვანი კრიტიკა დაიმსახურა, რომ საქართველო წამოეგო პროვოკაციაზე 2008 წელს   და საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც უფლება აქვს, რომ პროვოკაციაზე წამოეგოს.  თქვენ როგორი რეაგირება გექნებოდათ პროვოკაციაზე?

პრეზიდენტი: ჩვენ ვებრძვით პროვოკაციებს ყოველ დღე საოკუპაციო ხაზზე. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ხედავნ, რომ ხდება საოკუპაცი ხაზის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოწვეა რუსი სამხედროების მირ და ეს ყველაფერი არის მუდმივი ზეწოლა საქართველოზე და მისთვის ჩვენება, რომ ის ამ ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს. მაგრამ ჩვენ მოთმინებიდან არ უნდა გამოვიდეთ და უნდა გავაგრძელოთ ის გზა, რომლითაც მივდივართ, გზა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ, რაც არის ჩვენი პერსპექტივა და არაფერმა ხელი არ უნდა შეუშალოს ამას.

წამყვანი: და ბოლო კითხვა, თქვე ხართ თქვენი ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი. საქართველოს  პატრიარქალური ქვეყნის რეპუტაცია აქვს. . .

პრეზიდენტი: ეს ყალბი ინფორმაციაა. საქართველოში ჩვენ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალი მეფე, რომელიც დღესაც მიიჩნევა ყველაზე პროგრესულ მეფედ და 1918 წელს, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს, რუსეთის იმპერიის შემდეგ, საქართველოში ქალებს ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, რაც არ არსებობდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ახალდ ფორმირებულ პარლამენტში არჩეული იყო 5 ქალი; პარლამენტი იყო პატარა და პროცენტული შემადგენლობა სავარაუდოდ იყო უფრო უფრო მაღალი, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.
წამყვანი: მე ვგულისხომ 15 პროცენტს ამჟამად. აპირებთ თუ არა, რომ გავლენა მოახდინოთ ამაზე თქვენი პრეზიდენტობის განმავლობაში?

პრეზიდენტი: დიახ, მაგრამ ამავე დროს თუ შევხედავთ, შესაძლოა ქალები პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური არიან სავარაუდოდ პოლიტიკური კამპანიების ძალადობრივი ხასიათის გამო, მაგრამ ისინი აქტიურად არიან წარმოდგენელი საზოგადოების ცხოვრების ყველა სხვა ნაწილში. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ეს პრობლემა, პოლიტიკის გარდა და ეს ალბათ შეიცვლება, ჩემი მაგალითიც ალბათ თავის როლს ითამაშებს, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს . . .

წამყვანი: დიდი მადლობა სტუმრობისთვის.  

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - რეალობა აჩვენებს, თუ რამდენად დამოუკიდებელი ვარ

 

Salomé Zourabichvili : "Il n’y a aucun dégel entre la Géorgie et la Russie"

სხვა სიახლეები