Le Figaro - ​ქალებმა ხელი მოკიდეს საქართველოს

ინტერვიუ გამოცემასთან Le Figaro

სეგოლენ ფორგარი, 2019 წლის 30 აგვისტო
 
2018 წლის დეკემბრიდან 67 წლის სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია. თუმცა, პარიზში დაბადებულმა ყოფილმა დიპლომატმა საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 2004 წელს მოიპოვა, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრი გახდა. „ქალბატონი ფიგარო“ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
 
2004 წლის დასაწყისში, თვითმფრინავში, რომელიც პარიზის მიმართულებით მიფრინავს, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრება. საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს უცნაური შეთავაზება აქვს ჟაკ შირაკის მიერ, ერთი წლის წინ დანიშნულ „საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში“ : საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობა. როგორც იტყვიან, თამაში სანთლებად ღირს. „ეს სრული სიგიჟე იყო. ვუპასუხე, რომ მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა და აჯობებდა, რაიმე უფრო რეალისტური მოეფიქრებინა : მაგალითად, პოსტი პრეზიდენტთან თანამშრომლობის კუთხით,“, გვიყვება ყოფილი დიპლომატი.

ასე დაიწყო მოლაპარაკებები პრეზიდენტის კაბინეტის კარს მიღმა ელისეს სასახლეში. ჟაკ შირაკმა საქართველოს პირველი პირის თხოვნა დააკმაყოფილა და მარტში, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი, თავისი წინაპრების ქვეყნის მთავრობის წევრი გახდა.

1952 წელს პარიზში დაბადებული ყოფილი ელჩი გაიზარდა რწმენით, რომ საქართველო - თავისი მშობლებისა და 1921 წელს ბოლშევიკურ რეპრესიებს გამოქცეული ბებია-ბაბუების ქვეყანა - ერთ მშვენიერ დღეს დამოუკიდებლობას დაიბრუნებდა.
ეს რწმენა უბიძგებს მას დიპლომატის კარიერისკენ. 1991 წელს საბჭოთა იმპერიის აღსასრული დგება და საქართველო ხელახლა იბადება. 27 წლის შემდეგ, ის საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ხდება და ამ საპატიო თანამდებობას იკავებს. 2018 წლის დეკემბერში 6 წლით გაპრეზიდენტების შემდეგ, 67 წლის ქალბატონმა  ერთი მიზანი დაისახა: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა მეტად განავითაროს დემოკრატიისკენ.

Madame Figaro: - 2018 წლს ნოემბერში ამომრჩეველთა დაახლოებით 60%-მა ქვეყნის პრეზიდენტად აგირჩიათ. რა გამოწვევებს ხედავთ თქვენს წინაშე დღეიდან საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე?

სალომე ზურაბიშვილი : - ეს გამოწვევა, პირველ რიგში, საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის საკითხიც. მინდა, რომ საშუალება გვქონდეს იქ შესვლის, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს.

თქვენი კრიტიკოსები არ დაობენ თქვენს პრეზიდენტად არჩევაზე, თუმცა ხშირად მიუთითებენ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ცნობილმა ბიზნესმენმა, უმდიდრესმა ბიძინა ივანიშვილმა აღმოგიჩინათ. კრიტიკოსთა აზრით, სწორედ ეს პიროვნება მართავს ქვეყანას. რას უპასუხებდით მათ?

- წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ორლიგარქად. ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომომცველ პირთა გარკვეული ნაწილი. საქართველოში ის დღეს ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი პოლიტიკურად? დიახ, ის მნიშვნელოვანია. ივანიშვილმა მოახერხა ხელისუფლებაში მოსულიყო (რედაქციის შენიშვნა : ივანიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრი იყო 2012-დან 2013 წლამდე) და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა. ის დღესაც ასრის უმრავლესობის პარტიის სათავეში და შესაბამისად, გავლენაც აქვს.

ზოგიერთი დამკვირვებელი და სპეციალისტი გვარწმუნებს, რომ ქართული საზოგადოება დიდხანის რჩებოდა კონსერვატორად. ქალები შინ რჩებოდნენ, მამაკაცები გარეთ იყვნენ...

ეს სტერეოტიპული აზრია! ქალებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ საქართველო ქრისტიანულ რელიგიაზე ქალმა მოაქცია. შემდეგ, ქართული რენესანსის პერიოდსა და ოქროს ხანაში, ქვეყანას მართავდა ქალი, რომელსაც „მეფეს“ ეძახდნენ. ამ ყველაფერმა თავისი ზეგავლენა მოახდინა ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობაზე. საბჭოთა პერიოდში, ყველა მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქალთა როლი კიდევ უფრო გაძლიერდა. ქალებმა ხელში აიღეს ქვეყნის ბედი და, ინდუსტრიული ქსოვილის რღვევის პირობებში, რეალობას მოერგნენ. საქართველო მაშინ გზააბნეული იყო, მძლავრი ეკონომიკის გარეშე, იმ სამყაროს პირისპირ, რომლის კარიც ახლა იწყებდა გაღებას. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ უწინ ქვეყნის დაცვის მისია ჰქონდათ და მათაც დაიწყეს თავიანთი ადგილის დაბრუნების მცდელობა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს ოჯახური ძალადობა ....

- დიახ, ეს ახალი ფენომენია და ჩემი აზრით, მამაკაცების „რანგის“ დაკარგვასან არის დაკავშირებული. ამაზე მეტყველებს ქართული ეკონომიკური ემიგრაციაც : ემიგრაციაში ძირითადად ქალბატონები მიდიან და თავიანთ ხელფასს უგზავნიან მამაკაცებს, რომლებიც ადგილზე დარჩნენ.

მიუხედავად იმის, რომ  ქართველმა ქალებმა მოახერხეს ეკონომიკურ ქსოვილში შეღწევა, მაინც დარჩა სფერო, სადაც თვალნათლად ჩანს ქალების ნაკლებობა. ეს სფერო პოლიტიკაა. რატომ ხდება ასე?

- მართალია. პარლამენტში ქალების რაოდენობა შთამბეჭდავი არ არის. მხოლოდ დეპუტატების დაახლოებით 15%-ია ქალი. თუმცა, მე კვოტების წინააღმდეგი ვარ, რაც ძალიან ცუდად აღიქვეს ჩემმა ქალბატონმა კოლეგებმა. ჩემი აზრით, პარლამენტში ქალების ნაკლებობა იმ ფაქტით უფრო აიხსნება, რომ პოლიტიკა ჯერჯერობით მიმზიდველი სფერო ქალებისთვის არ არის. ქართველი ქალისთვის კარგი ექიმობა, საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობა ან იურისტობა უფრო მიმზიდველია, ვიდრე პოლიტიკაში ბრძოლა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობას მაინც ჰყავს 5 ქალი მინისტრი.

თქვენს შემთხვევაში, რამდენად გიშლიდათ ხელს ის, რომ ქალი ხართ,  დიპლომატის კარიერასა და პოლიტიკაში?

- ამ ფაქტს ჩემთვის ხელი არასოდეს შეუშლია. პირიქით, ეს უპირატესობა უფრო იყო. როცა საფრანგეთში,საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი, ფეხმძიმედ ვიყავი და არც გათხოვილი ვყოფილვარ. ამას არანაირი პრობლემა არ წარმოუქმნია.

სულ უფრო და უფრო თვალნათლად ჩანს, რომ ფეხმძიმობის ნებაყოფლობითი შეწყვეტის უფლება მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ნაკლებადაა დაცული. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, სადაც ეკლესია საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდ როლს იკავებს?

საბჭოთა პერიოდში, აბორტი ნებადართული იყო. ახლა უკვე მრავალი წელია, მკვიდრდება თვითშეზღუდვები, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ეკლესია ძალიან აქტიურ პოლიტიკას ეწევა აბორტის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, საკითხის დემოგრაფიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. პატრიარქმა გამოაცხადა, რომ ის რეგულარულად, პირადად მონათლავდა ყოველი ოჯახის მესამე შვილს და ეს ადამიანებს საკუთარი ოჯახების გამრავლებისკენ უბიძგებს. ბავშვების გაჩენა აღიქმება, როგორც პატრიოტული ქმედება, საშუალება, რომელიც თავიდან აგვარიდებს საქართველოს მსოფლიო რუკებიდან გაქრობას.

ვეინშტეინის საქმის შემდეგ, 2017 წლის ოქტომბერში, კამპანია MeToo-მ გაათავისუფლა სექსუალური დევნისა და შევიწროების მსხვერპლი ქალები და ლაპარაკის საშუალება მისცა მათ. ეს მოძრაობა საქართველოსაც გადაედო და რამდენიმე მამაკაცის, მათ შორის პოლიტიკოსების, ქმედება დაგმეს. თქვენ გსაყვედურობენ საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას. დიმიტრი გაბუნიასი, რომელიც აირს ცნობილი ადვოკატი და იცავს იმ მამაკაცებს, რომლებსაც ბრალი ედებათ სექსუალურ შევიწროებაში...

მე ჩემს პოზიციას მის ამ პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვამართლებ. ადვოკატის ვალია ყველას დაცვა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომელთა დაცვაც შეუძლებელია. ამასთანავე, მე, რასაკვირველია, ძალიან ფხიზლად ვარ, როდესაც საქმე ეხება ჩენი გუნდის მომავალი წევრების შერჩევას.

2006 წელს თქვენ დაწერეთ წიგნი „მე ვარ ქალი ორი ქვეყნისათვის“ (გამომცემლობა გრასე). რა გზავნილი გინდოდათ ამ წიგნით გაგეჟღერებინათ?

მინდოდა, ადამიანებისთვის მეთქვა, რამდენად შესაძლებელი იყო ერთსა და იმავე დროს ვყოფილიყავი ფრანგიც და ქართველიც, ისე, რომ ეს არ ყოფილიყო დაბრკოლება. დღეს სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ვხვდებით ორმაგი კულტურული კუთვნილებით. თუკი ამ ორმაგ კუთვნილებას ბოლომდე გამოიყენებთ, ის ნამდვილი უპირატესობაა. რასაკვირველია, იმ პირობით, რომ ამას გააცნობიერებთ და აღიარებთ.

თუმცა, იმისათვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყავით, თქვენ იძულებული გახდით, უარი გეთქვათ საფრანგეთის მოქალაქეობაზე...

საფრანგეთის პასპორტი დავთმე, რაც ძალიან რთული იყო. თუმცა, მე არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი უარს იმ სიყვარულზე, რომელიც მაკავშირებს საფრანგეთთან.

სხვა სიახლეები