საქართველოს პრეზიდენტი იაპონიასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობებს განიხილავს

ტოკიო - ორშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას სურს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მეშვეობით, მომავალში იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის მეტად წახალისება და გაზრდა.

ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, მდებარე აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ბიზნეს შესაძლებლობების სიმდიდრით გამოირჩევა - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ტოკიოში, Kyodo News-თან ინტერვიუში.

„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო სტაბილურად ვითარდება და ევროპასა და აზიასთან ჩვენ საკმაოდ იმედის მომცემი მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ უკვე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან, რომელიც მალე ასევე გვექნება ინდოეთთან“, აცხადებს პრეზიდენტი.

„ასე რომ ჩვენ ვართ ამ სამყაროებს შორის მოთავსებული ჰაბი და იმედს გამოვთქვამთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იაპონიასთანაც გვექნება“, განაგრძობს ის.

საინვესტიციო შეთანხმებას ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, იაპონია და საქართველო მოლაპარაკებებს წელს საბოლოოდ დაასრულებენ, რაც გზას გაუხსნის უფრო ფართო - თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებებს.

ზურაბიშვილმა, რომელიც იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონიას სტუმრობდა, განაცხადა, რომ იაპონიის კომპეტენტურობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, კავშირგაბმულობა და ხელოვნური ინტელექტი, იაპონიას ძალიან მიმზიდველ პარტნიორად ხდის.

„იაპონიის ტექნოლოგიური წინსვლის გათვალისწინებით, სფეროები, რომლებშიც საქართველოს სჭირდება გარკვეული განვითარება, სწორედ ის სფეროებია, რომლებშიც იაპონიას შეუძლია იყოს ძალიან  კონკურენტუნარიანი და ჩვენთვის ძალიან საინტერესო.

ორ ქვეყანას შორის კავშირების ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს“, განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება სპორტს, ზურაბიშვილმა ახსენა გულშემატკივართა ფავორიტი სუმოისტი - ტოჩინოშინი და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, რომელთაც იაპონიაში თავისი ქვეყნის შესახებ ცნობიერება გაზარდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი მოლოდინები აქვს მომავალ ზაფხულს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილმა  „არც თუ ისე ახალი“ უწოდა საქართველოს მეზობელ რუსეთთან რთულ მდგომარეობას, რომელიც 2008 წელს შეიჭრა უფრო მცირე ქვეყანაში და საქართველოს ორ მოწყვეტილ ტერიტორიაზე, კვლავაც სამხედრო ძალები განლაგებული ყავს.

„საუკუნეების განმავლობაში დიდ თუ პატარა მეზობლებს ოკუპირებული ჰქონდათ ჩვენი ტერიტორიების სხვადასხვა ნაწილი. ამიტომ, ჩვენ საკმაოდ უდრეკნი ვართ ასეთი სიტუაციების წინაშე“, - ამბობს ის.

„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანურ დონეზე, ეს მარტივი გადასატანია, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის. ისინი უკიდურესად განიცდიან თავისუფლების ნაკლებობას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებს, საკუთარ ენაზე საუბრის აკრძალვებს, და უწევთ საკუთარი იდენტობის დაცვისათვის ბრძოლა“.

ზურაბიშვილი, რომელიც პარიზში ქართველი იმიგრანტების ოჯახში დაიბადა  და სამშობლოში დაბრუნებამდე ფრანგი დიპლომატი იყო, აცხადებს, რომ მისი მზერა მიმართულია ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოსკენ საქართველოს განცხადებების მხარდასაჭერად.

„სხვა პარტნიორებმა უნდა უბიძგონ რუსეთს რათა მან გაიგოს, რომ ამ მდგომარეობიდან მას არანაირი პირდაპირი სარგებელი არ მიუღია, გარდა მის ყველა მეზობელთან ურთიერთობების გამწვავებისა“, განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად შარშან იქნა არჩეული.

„ჩვენ უნდა განვაგრძოთ რუსეთისთვის იმის ჩვენება,რომ არავის დავიწყებია ეს კონფლიქტი .... ყველას ინტერესშია რუსეთზე ამ ზეწოლის გაგრძელება“, ამბობს ის.

სხვა სიახლეები