ინტერვიუ France 24 English-თან

ინტერვიუ France 24 English-თან 

გამარჯობა. მე ანეტ იუნგი ვარ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 51%-ში, გადაცემა ქალების შესახებ, რომლებიც ჩვენს მსოფლიოს ცვლიან. 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი გრძელდება. ათასობით ადამიანი დაიღუპა, უფრო მეტი დაშავდა, მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ამ ომის გავლენა ასევე იგრძნობა მთელ მსოფლიოში, როგორც ენერგეტიკისა და სურსათის ფასებს დაეტყო. და ამას თვალს ყურადღებით ადევნებენ რუსეთის მეზობლები, რომლებიდანაც ხუთს ქალები ხელმძღვანელობენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, დღეს სტუდიაში შემომიერთდა. ქალბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის.

მადლობა მოწვევისთვის.

გასულ სექტემბერს უკრაინის ომმა პირდაპირ იმოქმედა საქართველოზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი, ძირითადად მამაკაცები, თქვენს ქვეყანაში გამორბის. ამან საქართველო დიდი სტრესის ქვეშ დააყენა, ასე არ არის? 

ი და არა. უპირველეს ყოვლისა, ომმა საქართველოზე დაწყების დღიდან მართლაც უშუალოდ იმოქმედა, რადგან მან ჩვენს ტერიტორიებზე რუსეთის შემოსევები გაგვახსენა. საქართველოსთვის ეს ახალი არ არის. ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, ოკუპირებულია ქვეყნის 20%, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია. ისინი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში არიან - ეს რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის არსებობაზე მეტყველებს - რაც მუდამ გვახსენებს რუსეთის ნამდვილ სახეს.

და უკრაინის იმავე ვითარებაში ხილვა, იმის დანახვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საბოლოოდ გააცნობიერა, რას წარმოადგენს რუსეთი მთელი რეგიონისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა,  უკრაინელი ლტოლვილების შემდეგ, [რუსების] საქართველოში  ჩამოსვლა, ქართველმა მოსახლეობამ არაერთგვაროვნად მიიღო. 

ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, ძალიან ღელავდნენ: რას ნიშნავს ეს? ვინ არი ის ხალხი, ვინც ჩამოდის? არიან მათ შორის პროვოკატორები? ეს ისევ რუსული ჰიბრიდული სტრატეგიაა თუ რამე მსგავსი? და შემდეგ იყო გარკვეული თანაგრძნობა, რადგან მათ შორის ის ადამიანები არიან, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან და მათ შორის არიან ქართველები, რომლებიც საბჭოთა დროიდან რუსეთში ცხოვრობენ და ახლა არ სურთ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება. 

საბოლოო შედეგი არის ის, რომ ახლა თითქმის ათი თვე გავიდა, ჩვენ სერიოზული ინციდენტი არ გვქონია არც ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასა და რუსებს შორის და არც უკრაინელ ლტოლვილებსა და რუსებს შორის. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმღებლობის გარკვეული ფორმატოლერანტობა და თანაარსებობა, ეს ალბათ, საუკუნეების მანძილზე ამ ქვეყნის ნიშანია. 

მინდა გკითხოთ, რუსეთს რომ ქალი ხელმძღვანელობდეს, ჩვენ ეს ომი უკრაინაში გვექნებოდა? 

ძალიან ძნელი სათქმელია. ეს კითხვა ჩემი თავისთვის ბევრჯერ დამისვამ. დარწმუნებული ვარ, რომ უარესი ვერ იქნებოდა. მაგრამ ძალიან ძნელია დარწმუნებული იყო, რადგან თუ ქალი იქნებოდა, ეს სრულიად განსხვავებული იქნებოდა. მაგრამ თუ ის უზარმაზარი ოთახი, რომელსაც პუტინი მიმართავს და რომელიც სამხედრო და სხვა პოლიტიკური პიროვნებებითაა სავსე, ქალების უმრავლესობა იქნებოდა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

როგორც ჩანს, რუსეთის 5 მეზობელ ქვეყანას ქალი ხელმძღვანელობს. ხშირად გაქვთ ერთმანეთთან კონტაქტი?

მე ინტენსიურად ვეკონტაქტები. სულ სამი კვირის წინმოლდოვაში ვიყავი, მაია სანდუს შევხვდიმან და მისმა პრემიერმინისტრმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ორივე ქალია, რომლებიც უკრაინის შემდეგ ერთ-ერთ ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ხელმძღვანელობენ, გამომდინარე ამ სრული ენერგეტიკული ბლოკადიდან, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, რუსეთის პირდაპირი ზეწოლიდან და აშკარად, რუსეთის მიერ მანიპულირებული ქუჩიდან წამოსული, შიდა ზეწოლიდან.

ასე რომ, მე ვშუამდგომლობდი, რომ საერთაშორისო საზოგადოებისევროპული საზოგადოების მხრიდან უფრო პირდაპირი და ეფექტიანი მხარდაჭერა ყოფილიყო,  და ძალიან მოხარული ვარ, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენი მოლდოვაში ჩავიდა და ენერგეტიკული კრიზისების დასაძლევად  ეს მხარდაჭერის, სოლიდარობისა და უშუალო დახმარების გზავნილი გადასცა, რაც მომავალ ზამთარში მოლდოვას ცოტა უფრო თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მისცემს.

წლის დასაწყისში, თქვენ თბილისში ქალ ლიდერების შეხვედრა გამართეთ, რომელიც კონფლიქტების მოგვარებაზე იყო ფოკუსირებული. შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ქალები უკეთესად ახერხებენ მშვიდობის დამყარებას, თუ ეს მხოლოდ ფართო განზოგადებაა?

ვფიქრობ, რომ მათ განსხვავებული ხედვა აქვთ. კონფერენცია, რომელიც ჩვენ გვქონდა ვგეგმავთ, რომ ყოველწლიური გახდეს. ქალები არიან არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ სხვადასხვა [სფეროებში], კულტურაში, ეკონომიკაშიროგორ მონაწილეობენ ისინი უსაფრთხო, უფრო მშვიდობიანი სამყაროს შექმნაში, სადაც კონფლიქტები დაძლეულია.

და ვფიქრობ, რომ ქალებს ერთად, ყველა ჰორიზონტიდან განსხვავებული სამყაროს შექმნა შეუძლიათეს დარწმუნებული ვარ შესაძლებელია. ასე რომ, ცვლილებას არა მხოლოდ მათი, როგორც პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებები ქმნის, არამედ ქმნიან ქალები, როდესაც ისინი საზოგადოების ყველა ამ სფეროში არიან წარმოდგენილები და შეუძლიათ თავიანთი აზრი გამოხატონ. კულტურა განათლება და ბიზნესი ძალიან მნიშვნელოვანია უფრო სტაბილური სამყაროს შესაქმნელად, რომელიც კონფლიქტებს აიცილებს თავიდან.

მიმდინარე წლის აგვისტოში, საქართველოს პარლამენტის 48-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაგმეს და თქვეს, რომ სტრატეგიული პარტნიორები მა რუსეთთან ომში ჩართვას აიძულებდნენეს ალბათ, იმის მანიშნებელია, თუ რამდენად პოლარიზებულია თქვენი ქვეყანა მოსკოვთან ურთიერთობაში...

როცა საქმე მოსკოვთან ურთიერთობას ეხება, არ არის პოლარიზებული. ამ მეორე ფრონტის არგუმენტი უფრო ხშირად შიდა არგუმენტი იყო ამა თუ იმ [საკითხის] გასამართლებლად, მაგრამ ვფიქრობ, თუ არის ერთი რამ, რაზეც ჩვენ პოლარიზებულები არ ვართ, ეს სწორედ მოსკოვთან ურთიერთობა, რადგან ჩვენ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, სადაც ჩვენ ვერ მივდივართ, საიდანაც ხალხი ვერ გამოდის, სადაც ყოველ მეორე დღეს გატაცება ხდება. ასე რომ, ეს მუდმივი შეხსენებაიმისა, რომ არ შეიძლება რუსეთთან განსხვავებული პოლიტიკა იყოს, მანამ სანამ ის არ შეიცვლება.

საზოგადოება პოლარიზებულია ყველაფერ დანარჩენზე, რაც შიდა პოლიტიკას შეეხება და იქაც უნდა ვთქვა, რომ ქალებში პოლარიზაცია ნაკლებია. მე არაფორმალურად ყველა სხვადასხვა პარტიის ქალებთან შეხვედრა შევძელი, ჩვენ განვიხილავდით საკითხებს   და ვეძებდით როგორ შეგვეძლო გარკვეული როლის შესრულება, რათა საქართველოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებაში დავხმარებოდით, რომელსაც  კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჩვენგან მოელიან.

თუმცა, მინდა გკითხოთ, ფიქრობთ, რომ ევროპისა და ზოგადად, დასავლეთის მხრიდან საკმარის მხარდაჭერას იღებთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა ხდება ახლა უკრაინის ომთან დაკავშირებით?

არა, არა და არა. ვფიქრობ, საქართველომ მესიჯი მიიღო, როდესაც მოლდოვამ და უკრაინამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და საქართველომ ვერროცა ჩვენ გავიგეთ, რატომ იყო ეს და ასევე გავიგეთ, რომ ეს გაფრთხილების ფორმა იყო, რომ ბოლო პერიოდში, ყველაფერს არ ვაკეთებდით, რაც უნდა გაგვეკეთებინა. 

ამის გათვალისწინებით, და ვფიქრობ, რომ ეს მთელ საზოგადოებას ესმის, დღეს ძალიან გადამწყვეტი დრო, მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო ისევე დაცულია, როგორც მოლდოვა და უკრაინა, რომ ისევე ახლოსა ევროკავშირთან და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ წარმოადგენს. 

დღეს, როცა მოსკოვი აგებს, ხერსონიდან უკან იხევს, არ უნდა იყოს წარმოდგენა, რომ არსებობს ნაცრისფერი ზონა, რომელსაც საქართველო ჰქვია, სადაც შესაძლოა, მოსკოვმა ახალი რევანში, ან მსგავსი რამ მიეღო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დაბოლოს, ბოლო შეკითხვა თქვენ ქვეყანაზეს მართლაც ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიაა და ამას თან ახლავს ყველა თანდაყოლილი პრობლემა, რისი მოწმეც თქვენ თავად იყავით. ის ასევე ძალიან ტრადიციული ქვეყანაა, ბავშვთა ქორწინება კვლავ პრობლემატურია, ჩვენ დღემდე  პატარძლის გატაცების შემთხვევები გვესმის. ასე რომ, ამის გათვალისწინებით, რამდენად რთულია თქვენნაირი ადამიანისთვის და ზოგადად, ქალებისთვის ქართული საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა, როცა საქმე ეხება ქალთა უფლებებს, ლგბტ უფლებებს და ა.შ.?

ვიტყოდი, რომ საქართველოზე უფრო უკვე ჩამოყალიბებული წარმოდგენაა, რომ ის ამ მხრივ ტრადიციონალისტია, რადგან როცა რუკას უყურებთ და ცხადია,  ჩვენ უფრო ახლოს ვართ აზიასთან,უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენორი უძველესი ქრისტიანული ქვეყნიდან, ერთ-ერთი ვართ. ჩვენ გაგვაქრისტიანა ქალმა, გვყავდა ქალი მეფე, ქალები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ და დღესაც თამაშობენ

პირველ დემოკრატიულ საქართველოში, 1921 წელს, რუსეთის შემოჭრამდე, ქალები არჩევნებში მონაწილეობდნენ, მათ შორის, მუსლიმი ქალებიც, რადგან ისინი უმცირესობას წარმოადგენდნენ. ასე რომ, ეს ძალიან კონტრასტული ქვეყანაა, სადაც არის ტრადიციის გარკვეული ფორმები, თქვენ ახსენეთ პატარძლები, ეს რაღაც წარსულის გადმონაშთიარაც ნამდვილად არ ხდება დღეს. მაგრამ საქართველო ასევე არის ქვეყანა, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევს საზოგადოების სხვადასხვა სფეროში  ძალიან წარმოჩენილი იყვნენ, მაგრამ არა პოლიტიკაში, რომელში მონაწილეობის სურვილიც მათ არც ისე დიდი  აქვთ.

ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ქალი პრეზიდენტის ყოლა, რომელიც სხვათა შორის, არ ქმნიდა პრობლემებს იმ ადამიანთა საზოგადოებაში, რომლებიც უარყოფდნენ ქალის ყოლის იდეას, ძალიან რბილად იქნა მიღებული, საკამათო  სხვა რამ იყო, რადგან ეს ყოველთვის ძალიან პოლარიზებული საზოგადოებაა, მაგრამ არა ქალის ფაქტორი და მე ვიტყოდი, რომ ის ქალები, რომლებიც პოლიტიკაში არიან, ალბათ ყველაზე საინტერესო პოლიტიკოსები არიან. ასე რომ, ჩვენ უფრო მეტ ქალს ვიხილავთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, დიდი მადლობა!

სხვა სიახლეები