სტატია - The Christian Science Monitor

სტატია - The Christian Science Monitor 

ნერვების ომი“: საქართველოს პრეზიდენტი რუსული საფრთხის შესახებ

ლინდა ფელდმანი

არის თუ არა საქართველო რუსული აგრესიის მომდევნო სამიზნე?“ -  საქართველო, უკრაინის მსგავსად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი არაა. ასევე, უკრაინის მსგავსად, (უკრაინაში) რუსეთის შეჭრამდე დიდი ხნით ადრე, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ მოაქცია.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეს კითხვა აწუხებს.

,,

რატომ დავწერეთ ეს:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახლახან შეუერთდა Monitor-ს, რათა განიხილოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მათი შესაძლო მნიშვნელობა მეზობელი ქვეყნებისთვის, როგორიც მისი ქვეყანაა.

‘’

 „მუდმივად იმაზე საუბარმა რომ „შენ ხარ შემდეგი“, შესაძლოა, თუნდაც მათი არარსებობის შემთხვევაშიც კი, გარკვეული მოსაზრებები გააჩინოს“,- განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარასკევს The Christian Science Monitor-ის მიერ რეპორტიორებთან ორგანიზებულ შეხვედრაზე. „ამჟამად არავინაა შემდეგი, რადგან რუსეთი ნათლად აჩვენებს, რომ მთლიანი ძალა ომის მთავარ ადგილას სჭირდება“, - აღნიშნა მან იმ ახალ ამბებზე მინიშნებით, რომ აღმოსავლეთ უკრაინაზე რუსეთის შეტევა იკლებს.

მაგრამ მაინც, ქალბატონ ზურაბიშვილს, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფება, სურს დარწმუნდეს, რომ პოლიტიკოსებმა იციან რუსეთის იმ შესაძლებლობის შესახებ, რომლითაც მას სხვა ქვეყნების მიზანში ამოღებაც შეუძლია.

„რუსული ხელმძღვანელობის მიერ დაწყებული აგრესიის ლოგიკას ვერავინ ხედავს“, - განაცხადა მან. „და როცა ლოგიკას ვერ ხედავ, არც ის იცი ხვალინდელი რა სცენარი შეიძლება იყოს“.

ქართველი ხალხისთვის, 3.7 მილიონიანი ამაყი ერისათვის, რომელიც კავკასიის მთებში, რუსეთის სამხრეთით მდებარეობს, 2008 წელს რუსეთის შეჭრის მოგონებები ახალია, ისევე, როგორც დასავლეთის მდუმარე რეაქცია, რომელიც ახლა აქტიურად განიხილება, როგორც მწვანე შუქი რუსეთისთვის - განაგრძოს მისი ყოფილი იმპერიიდან ტერიტორიების მითვისება.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქართული რეგიონები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედს წარმოადგენს, ჯერ კიდევ რუსეთის კონტროლქვეშაა. 2014 წელს უკრაინაში ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერით მოსკოვმა კიდევ ერთი ექსპანსიონისტური საყრდენი წერტილი დაამატა.

რუსეთის ყველაზე გაბედული პოსტსაბჭოთა ნაბიჯის გამო, დღეს დასავლეთი კრიზისულ რეჟიმშია. პარასკევს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის $33 მილიარდი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მასიური პაკეტი სთხოვა. საქართველოს პრეზიდენტი ამ წინადადებას მიესალმა.

ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს, საქართველოს პირველი ქალ პრეზიდენტად აირჩიეს, თავისი ქვეყნის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის მთავრობას არ მართავს; ეს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაა. მაგრამ მას შესანიშნავი  პლატფორმა აქვს და იყენებს კიდეც.

მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მახასიათებელი ფრანგული აქცენტია. ის საფრანგეთში, ქართველ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მან კარიერა, როგორც ფრანგმა დიპლომატმა დაიწყო. იგი დედ-მამის სამშობლოს პირველად 30 წლის ასაკში ეწვია, 2004 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, რის შემდეგაც ქართულ პოლიტიკაშია ჩართული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პარლამენტში და პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერად მოღვაწეობდა, ახლა კი, პოლიტიკურად დამოუკიდებელია.

ჩვენს ერთსაათიან საუბარში ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ საზღვართან მდებარე, პატარა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, მოლდოვას (მოსახლეობა 2.6 მილიონი) „მყიფე მდგომარეობაზე“.

გასულ კვირას მოლდოვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში, რომელიც დნესტრისპირეთის სახელითაა ცნობილი, აფეთქებები მოხდა. უკრაინამ თავდასხმებს რუსული "ყალბი დროშის" ოპერაციები უწოდა, რაც იქ, სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის, შესაძლოა, რუსული ჯარების მობილიზების საბაბი გახდეს.

 “ეს ისაა, რასაც მე ნერვების ომს ვუწოდებ “, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვემოთ ჩვენი დისკუსიიდან მეტი ამონარიდია მოცემული, სიცხადისთვის მსუბუქად რედაქტირებული:

იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება ორი პატარა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - მოლდოვა და საქართველო, მათ სარისკო მდებარეობებს:

მოლდოვა და საქართველო ორი ქვეყანაა, რომლებიც ნატოს მე-5 მუხლით [რომელიც წევრი ქვეყნების კოლექტიურ თავდაცვას უზრუნველყოფს] ან ევროკავშირში ყოფნით პირდაპირ არ არიან დაცულნი. ვიტყოდი, რომ ეს ორი ქვეყანაა, რომლებიც აშკარად ნაკლები რესურსებით უფრო მყიფეები არიან.

ალბათ, ჩვენ უფრო მეტი თავდაცვითი რესურსი გვაქვს, ვიდრე მოლდოვას, რადგან მრავალი წელია ნატოსთან  ვთანამშრომლობთ, მივიწევთ ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და ავღანეთის მისიებში ვმონაწილეობთ.

თუმცა, ეს არ ნიშანვს, იმას რომ ჩვენ ისეთი რამის გაკეთება შეგვიძლია, რაც უკრაინელებმა მოახერხეს, რადგან ის განსხვავებული ქვეყანაა განსხვავებული რესურსით, იქნება ეს ადამიანური თუ სამხედრო. ტერიტორიაც სრულიად განსხვავებულია, და რა თქმა უნდა, საქართველო ამ ტიპის ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებს და ეს რუსებმა კარგად იციან.

მოლდოვა კიდევ უფრო მყიფეა. მან ბევრი, დაახლოებით, 100 000-ზე მეტი [უკრაინელი] ლტოლვილი მიიღო, ჩვენც დაახლოებით, 30,000 ლტოლვილი გვყავს.

რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს თავის დასაცავად:

ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არაა, რომ ვფიქრობდეთ [რუსული აგრესიის] მომდევნო ქვეყანა ვართ [არამედ ის, რომ რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რათა შემდეგი ვიყოთ ევროპულ ინტეგრაციაში.

დღეს თითქმის ერთსულოვნებაა. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ [ევროპული ინსტიტუტების] ახალ გაფართოებას, ახლა ამას ცოტა სხვანაირად უყურებენ.

შეასრულებს თუ არა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას:

[რუსეთის პრეზიდენტის] ვლადიმერ პუტინის წარსულის შემყურე, ვფიქრობ, ეს უფრო ნერვებზე თამაშია, ვიდრე წინსვლის რეალური სტრატეგია, რადგან ეს სუიციდური სტრატეგიაა.

მაგრამ მისი რაციონალური ქცევის იმედი ვერ გვექნება. თუ ჩათვლის, რომ ყველაფერი დაკარგულია, მაშინ არ ვიცი ასეთ ადამიანს როგორი რეაქცია ექნება და რას გააკეთებს. არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი რამის სრულიად გამორიცხვა შეგვიძლია.

რატომ იყო უკრაინის ომზე საქართველოს მთავრობის რეაქცია უფრო მდუმარე, ვიდრე ქალბატონი ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის:

შესაძლოა, მე უფრო თავისუფალი ვარ საუბრისას, რადგან მმართველობაზე პასუხისმგებელი მე ნამდვილად არ ვარ. და შესაძლოა, ეს უკეთ აიხსნას იმით, რომ დიახ, ეს ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიებით გარკვეულწილად, ფრთხილად უნდა იყოს.

ადამიანები, რომლებიც მმართველ პარტიაში არიან და ქვეყანას მართავენ - პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელიც ჩემზე ბევრად ახალგაზრდები არიან - ამ პირობებში პატარა ქვეყნის მართვა დიდი პასუხისმგებლობაა, და შესაძლოა, ისინი უფრო მეტად არიან სიფრთხილის მხარეს, ვიდრე მე.

 

სხვა სიახლეები