ინტერვიუ LCI-სთან

ქალბატონო პრეზიდენტო, საღამო მშვიდობის!

მოგესალმებით.

თქვენ ხართ სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. ბოლო დღეებში ვნახეთ მეზობელი რუსეთით შეშფოთებული ქართველების დიდი, ძალიან შთამბეჭდავი მანიფესტაციებიეს შიში  ბოლო დღეებში გაიზარდა?

უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი, რომ ეს მანიფესტაციები არ არის შიშის მანიფესტაციები, ეს არის უკრაინელების სოლიდარობის მანიფესტაციები. ჩვენ მათთან  ხანგრძლივი ისტორია გვაერთიანებს: საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, მათი და ჩვენი მრავალჯერადი ოკუპაცი, საბჭოთა იმპერიის პერიოდში რთული ურთიერთობები. ჩვენ კარგად გვესმის თუ რა ხდება უკრაინაში და უკრაინელებმა კარგად გაიგეს თუ რა ხდებოდა საქართველოში 2008 წელს და მანამდე, 1991 წელს, როდესაც საქართველო დაიპყრო რუსულმა ჯარებმა. ეს სოლიდარობა ბუნებრივია, ის გამოიხატება ქუჩებშიც, სადაც ბევრი უკრაინული დროშაა. ამის უკან ბუნებრივია არის შეშფოთება, უფრო შეშფოთება ვიდრე შიში, ეს შეშფოთება გააზრებულია, რადგან ამჟამად საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვეგავიღეთ (მსხვერპლი), მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი აქ დაბრუნდეს, შური იძიოს, უკრაინაში განცდილ მარცხის კომპენსირება მოახდინოს და საქართველოს ტერიტორიული სიმცირე ამას აადვილებსქართველებსაც აქვთ წინააღმდეგობის გაწევის უძველესი ტრადიცია, ეს პატარ ქვეყანა მდებარეობს რეგიონში, სადაც პრაქტიკულად ყველა დიდი იმპერია შევიდა, მოახდინა მისი ოკუპაცია, 26-ჯერ დაწვდედაქალაქი. ამ პატარა ქვეყანამ მოახერხა გაეძლო დღევანდელ დღემდე. დიდი გამძლეობის მიუხედავად, დღეს რეალური შეშფოთებაა, რადგან დღეს არავინ იცის რას იზამს პუტინი ხვალ; არც ჩვენ, არც ბალტიის ქვეყნებმა, მოლდოვამ და მთლიანად ევროპამ. ვიტყოდი, ჩვენ ვიზიარებთ საერთო შეშფოთებას, მაგრამ მათზე მეტი გამოცდილება გვაქვს; ჩვენთვის რომ მოესმინათ, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. 

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთმა გამოიყენოს ტაქტიკური ატომური იარაღი, არადიდი ბომბი“, არამედ პატარა ბომბი, მაგრამ ვიცით თუ რას ნიშნავს პატარა ატომური ბომბი, თქვენ თვლით, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს?

ვიტყოდი, არავინ იცის... სადაზვერვო სამსახურები ბევრჯერ შეცდნენ, რუსები უპირველეს ყოვლისა, ისინი ხშირად შემცდარან 

ამერიკელები არც იმდენად ხშირად, მათი გათვლები ზუსტი იყო.

ამერიკელებიც, რადგა ისინი თვლიდნენ, რომ კიევი 2-3 დღეში დაეცემოდა და არავინ ელოდა ამ ძლიერ უკრაინულ წინააღმდეგობას, მთელი საზოგადოების მობილიზაციას და უკრაიელების არაჩვეულებრივი ერთობას. მე აღფრთოვანებული ვარ ამ საზოგადოებით, სადაც არ გვესმის დისონანსი, ეს საზოგადოება დემოკრატულია. ვიტყოდი, რომ დაზვერვის სამსახურებმა კარგად არ იციან თუ რა მოხდება, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ პუტინი ჯერ KGB- კადრია, და შემდეგ უკვე სამხედრო; მან კარგად იცის როგორ განახორციელოს ზეწოლა, მუქარა, ფსიქოლოგიური მუქარა 

უკაცრავად, მაგრამ ეს პროფილი, ყოფილი KGB- თანამშრომლის პროფილი პარადოქსულად უფრო დამაიმედებელი ხომ არ არის? შეიძლება ვიფიქროთ, რომ როდესაც ის მუქარაზე გადადის, სინადვილეში ეს მხოლოდ ბლეფია, როდესაც ატომურ აჩრდილს აფრიალებს, ეს უფრო გათვლილია შთაბეჭდილების მოხდენაზე, ვიდრე გამოყენებაზე.

ცხადია, მან იცის ბლეფის გამოყენება, მაგრამ დღესდღეობით შეუძლებელი არაფერია რუსეთის ისეთი პრეზიდენტისგან, როგორიც ის არის.

ქალბატონო პრეზიდენტო, ამ ლოგიკით ამერიკელები და ინგლისელები მართალი არიან, როდესაც ახლა უფრო აგრესიულები არიან რუსეთთან მიმართებაში, ვიდრე ევროპელები, მათ შორის, ვერბალურად, როდესაც ისინი საუბრობენ გენოციდსა და «ყასაბზე»

მე სულით დიპლომატი ვარ და არ ვემხრობი ვერბალურ დაპირისპირებას, არ ვფიქრობ რომ ამას რაიმე რეალური მოაქვს. სამაგიეროდ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერა ყველა იმ საშუალებით, რომელიც ევროპას აქვს და ევროპელები ძალიან აქტიურები არიან, მათ შორის, იარაღის მიწოდებაში. 

ვხედავთ, რომ ანგლოსაქსები სხვა ეტაპზე გადადიან; «თაიმსი» ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან სპეციალური ბრიტანული დანაყოფები. ამერიკის მხრიდან გამოხატულია იარაღით უფრო მნიშვნელოვნად დახმარების სურვილი - არის მაინც განსხვავება ამ დახმარებებში?

დიახ, არის განსხვავება, მაგრამ არის ასევე განსხვავება შესაძლებლობებში. ბრიტანელები ცოტა თამაშობენ ,როგორც ყოველთვის; ისინი არ იღებენ ბევრ ლტოლვილს, ისინი მოუწოდებენ, მაგრამ იგვიანებენ, არ ვიცი, არიან თუ არა ისინი დღეს ადგილზე (უკრაინაში). კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არ ვემხრობი სიტყვიერ პროვოკაციას, მდგომარეობის გამწვავებას, მაგრამ მომხრე ვარ აბსოლუტური მხარდაჭერის. ის, რაც ხდება ახლა უკრაინაშიდა ამაში ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, ის რაც წყდება დღეს უკრაიაში, ეს ყველას მომავალი, ევროპის მომავალი, დასავლეთის მომავალი, რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი, ბალტიის ქვეყნების მომავალი და საერთაშორისო ნორმების დემოკრატიული კონცეფციის, საზღვრების დაცვის მომავალი.

ქალბატონო პრეზიდენტო, რას ეტყვით მათ, ვინც ამბობს, რომ უკრაინელებს  სავარაუდოდ, უნდა დაეთმოთ მარიუპოლი, უნდა დათანხმებულიყვნენ ოდესის განსაკუთრებულ სტატუსს, რომ მათ, ადრე თუ გვიან, მოუწევთ ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა. უკრაინელები კი, არაფრის დათმობას არ აპირებენ. ვინ არის მართალი? 

ისინი (უკრაინელები). ისინი, რადგან მუდმივად გვესმის მსგავსი მოწოდებები დემოკრატულ ქვეყნების და იმპერიალისტურ, შემდეგ საბჭოთა, ბოლოს კი, უკვე პოსტსაბჭოთა, ტოტალიტარისტულ რუსეთთან ურთიერთობებში. მუდმივად უნდა დათმო, უნდა გაითვალისწინო რუსეთის ინტერესები და შეშფოთებები. ეს ცოტა პარადოქსულად ჟღერს რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებისთვის; ვერ ვხვდებით რატომ უნდა გავითვალისწინოთ დიდი რუსეთის შეშფოთებები, (რომელიც მთელი კონტინენტია) და არა მისი მეზობელი პატარა ქვეყნების. დადასტურებული რომ იყოს რომ დათმობას მივყავართ დიალოგისკენ და რუსეთის მხრიდან შეთანხმებ დაცვისკენ, დიახ, ამ შემთხვევაში, მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი ამას წახალისებად არ მიიღებს - სწორედ ეს დილემაა დღეს; არ ვიცით, აღარ ვიცით რუსეთი გაჩერდება თუ არა, როდესაც რაიმეს მიაღწევს 

ფიქრობთ თუ არა რომ, ვლადიმერ პუტინი დამატებით ჩარევა დასავლეთის შიდა პოლიტიკაში, ახლა საფრანგეთის პოლიტიკაში, უნდა შევიტანოთ თუ არა ეჭვი მასზე ბრექსიტის და ამერიკის საკითხებში?

ვფიქრობ, ძალიან რთულია ამის ზუსტად ცოდნა. ვიცით, რომ მას ამის საშუალება აქვს, ეს დიდი ტრადიციაა. ამჟამად სოციალურ ქსელებში ფეიქნიუსების გავრცელება ამის ბევრად უფრო მეტ საშუალებებს იძლევა. მე თვალყურს ვადევნებ საფრანგეთის არჩევნებს და როგორც ერთერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყნის წარმომაგენელი, გაოცებული ვარ ზოგიერთი ქრისტიანის მოწოდებით, რომ, საჭიროა პუტინის მხარდაჭერა იმ არგუმენტით, თითქოს არსებობს საერთო ღირებულებები. არ შეიძლება საერთო ღირეულებები იყოს პირთან, რომელიც აკვლევინებს ქალებს, ბავშვებს, სამოქალაქო პირებს, ისე როგორც მარიუპოლში, ბუჩასა და სხვა ქალაქებში. ეს ტოტალური შეტევაა სამოაქალაქო პირების წინააღმდეგ, მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, და ეს ძალიან მძიმეა. მე არ მგონია, რომ ამ სააღდგომო პერიოდში, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ქრისტიანული ღირებულებების დაცვაა. ჩვენც გამოვცადეთ ეს წარსულში; იმპერიალისტურმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო და თეთრად გადაღება მართმადიდებლური ეკლესიის ყველა ფრესკა, ჩვენ საერთ რელიგია გვაქვს, მაგრამ ამან არ დაიცვა ქართული იდენტობა. იგივეს ვხედავთ ახლა უკრაინულ მართმადიდებლურ ეკლესიებში. უკრაინული ეკლესია ნაწილობრივ დამოკიდებული იყო მოსკოვზე და ახლა ის იცვლის თავის პოზიციას და ამ საკითხზე პეტიციაზეცაა საუბარი.

გმადლობთ ქალბატონო პრეზიდენტო.

მადლობთ თქვენ.

 

სხვა სიახლეები