შეხვედრა როს უილსონთან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხები განიხილეს,  როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დიპლომატს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სხვა სიახლეები