საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის დედაქალაქში ციფრული გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული მმართველობის სადემონსტრაციო ცენტრს ესტუმრა

ცენტრის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს ცენტრის დირექტორმა ლიანა მარია ლეპიკიმ და ცენტრის სპიკერმა ტობიას კოჩიმ მიაწოდეს. ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ელექტრონული მმართველობის სადემონსტრაციო ცენტრი (e-Estonia) ესტონეთში 2009 წელს ჩამოყალიბდა და დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასათვალიერებელ ადგილად მიიჩნევა. ცენტრი ყოველწლიურად დაახლოებით, 10 000 სტუმარს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს და მაღალი დონის წარმომადგენელს მასპინძლობს. e-Estonia-ს მიზანია გააცნოს ვიზიტორებს ელექტრონული მმართველობის კონცეფცია და ესტონეთში მისი წარმატების ისტორია. ასევე, ციფრული საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესში გამოყენებული მექანიზმები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და პოლიტიკა, დღეს მოქმედი ელექტრონული გადაწყვეტილებები და მომსახურება.

სხვა სიახლეები