საქართველოს პრეზიდენტი ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს, მია ამორ მოტლის შეხვდა.

ბარბადოსის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან საინტერესო შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

,,საქართველოც და ბარბადოსიც პატარა ქვეყნები არიან და ორივე ქვეყნის ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის საკითხები და მულტილატერალიზმის თემატიკა. პატარა სახელმწიფოები იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ მათ პრინციპული დამოკიდებულება ექნებათ კანონის უზენაესობასთან მიმართ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბარბადო

შემდეგ მია ამორ მოტლიმ. საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

სხვა სიახლეები