​საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა, ქართველი ხალხის სახელით თანადგომა გამოუცხადა მას და დაღუპულთა ოჯახებს.
 
"მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამ დღეებში დაატყდა თავს თქვენს ქვეყანას. დღეს ყველა ერთად ვგლოვობთ ავია კატასტროფის შედეგად დაღუპულ ადამიანებს.
 
მე და ქართველი ხალხი მთლიანად ვიზიარებთ ამ ტკივილს.
 
ახლა ჩვენ მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო.
 
გისურვებთ გამძლეობასა და განსაცდელთან ღირსეულად გამკლავებას“,- აღნიშნულია წერილში.
 
საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილი უკრაინის ელჩს, საქართველოში იგორ დოლგოვს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია სულავამ გადასცა და თავადაც გააკეთა ჩანაწერი თბილისში უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.
 

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს - ევროკავშირის გაძლიერება და კრიზისის ამ ფორმით დაძლევა მნიშვნელოვანი გზავნილია ასოცირებული სახელმწიფოებისათვის, რომლებისათვისაც ევროკავშირი და მასში ინტეგრაცია ერთადერთი პერსპექტივაა

საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკომისია მზად არის მომავალში ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განავითაროს - ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს