ინტერვიუ Franceinfo-სთან

ინტერვიუ Franceinfo-სთან

 

გუშინ პარლამენტში დაძაბულ ვითარებაში მიიღეს კანონი ,,უცხოური გავლენების შესახებ“. კანონი ოპოზიციის მიერ მიჩნეულია როგორც მოსკოვისკენ შემობრუნება, რამაც შეიძლება დააშოროს ქვეყანა ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას. ამ კანონს საქართველოს პრეზიდენტიც უპირისპირდება. სალომე ზურაბიშვილი ძალაუფლებაში მყოფ მთავრობასთან კონფლიქტშია და ის დღეს France info-ს სტუმარია. მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო.

მოგესალმებით.

გმადლობთ, რომ დასთანხმდით France info-ს მოწვევას. პარლამენტის მიერ ამ მღელვარების გამომწვევი კანონის მიღების მეორე დღეს, შეგახსენებთ, კანონი ყველა უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას ავალდებულებს უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებას. თქვენი აზრით, რატომ არის ის საშიში?

თქვენ ყველაფერი თქვით. რატომ არის ის საშიში? წარმოიდგინეთ იგივე სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციას და ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ეხება, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ეს რუსი მეზობლის ენას ძალიან ჰგავს, რომელიც მსგავს კანონებს იღებს და რომლებსაც რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განადგურება აქვთ მიზნად.

ამ კანონში რუსეთის ხელს ხედავთ?

არა, საქმე ამაში არ არის, არის თუ არა ამაში მოსკოვის ხელი. ამას ვერავინ იტყვის. საქმე იმაშია, რომ ეს კანონი პირდაპირ უპირისპირდება გასული წლის 15 დეკემბერს, კანდიდატის სტატუსის მიღებისას ევროკავშირისგან მიღებულ რეკომენდაციებს და შეგვიძლია მოვითხოვოთ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. გვაქვს გარკვეული გზამკვლევი და იმის ნაცვლად, რომ რეფორმების ჩატარების ამ გზამკვლევს მივყვეთ და აქტიურად ვმუშაობდეთ, მთავრობას ხელახლა შემოაქვს კანონი, რომელიც გასულ წელს, ქუჩის მანიფესტაციების, ჩვენი პარტნიორების კრიტიკის შედეგად გაიწვიეს და დადეს პირობა, რომ აღარასოდეს გამოიტანდნენ. პირველი ტყუილი, ისევ გამოიტანეს ეს კანონი და მეორე, გამოიტანეს ისეთ მომენტში, რომ არა მხოლოდ კანონი არ არის მოსაწონი და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, არამედ გვჭირდება ქულების დაწერა და ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირის მიმართულებით. მთელი ეს დემარში განიხილება როგორც რუსეთის იმიტაცია, მათი სასაუბრო ენა ევროპელების და ამერიკელების მისამართით, მათი დადანაშაულება დესტაბილიზაციის გაღვივებაში, პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ივანიშვილის გამოსვლა, სადაც ის ამბობს „თქვენ აქ ხართ დესტაბილიზაციისა და მთავრობის გადაყენებისათვის“. მოსკოვიდან ქება მოდის.

როგორ აპირებთ თქვენ, როგორც პრეზიდენტი ინსტიტუციურად დაპირისპირებას?

ინსტიტუციურად, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამაჩნია ვეტოა, რომელიც გამოვიყენე. ის დაძლეული იქნება, რადგან უმრავლესობა, რომელმაც მიიღო კანონი სრულიად მონოლითურია და არ იცვლება. იგივე უმრავლესობა დაძლევს ვეტოს. ვეტო მხოლოდ პოზიციის დაფიქსირებაა, იმ პოზიციის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას აქვს. ნამდვილი გადაწყვეტილება მიღებული იქნება საარჩევნო ყუთებთან, ჩვენ ძალიან მალე, 26 ოქტომბერს გვაქვს არჩევნები. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დროს მოსახლეობამ თქვას თუ რა სურს. ეს კანონი სურს? მსგავსი საუბარი სურს ჩვენს მუდმივ პარტნიორებთან? საქართველოს პოლიტიკის ორიენტაციის ეს ცვლილება სურს, თუ უნდა დარჩეს მის აქამდე არსებულ, ევროპულ ორიენტაციაში. ევროპა და მუდამ ევროპა.

დღეს თბილისში ახალი მანიფესტაციები, შეკრებები იმართება? ხომ არ შიშობთ რომ სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს?

ჯერჯერობით, მანიფესტაციები ამ კანონის დაბრუნების შემდეგ, ყოველ საღამოს იმართება და ეს გრძელდება. გამწვავება შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ მათგან, ვინც საჯარო წესრიგზეა პასუხისმგებელი, რადგან მანიფესტაციები სრულიად მშვიდობიანია, არცერთი მანქანა არ დამწვარა და არცერთი ვიტრაჟი არ ჩამტვრეულა. მანიფესტანტები მანიფესტაციის დასრულების შემდეგ, დილით ალაგებენ, მაგრამ არის ძალიან დიდი პრობლემა, პოლიციის გვერდით, ძალიან ნორმალურად იქცევა და რომელიც ჩვეულებრივ ფორმაშია, არიან გაურკვეველი ძალები, საიდენტიფიკაციო ნიშნების და იდენტიფიცირების შესაძლებლობის გარეშე. ისინი გაუგონარი სიუხეშით გამოირჩევიან და შესაძლებელია გამოიწვიონ აგრესიის ესკალაცია. მე ვცდილობ ამის თავიდან აცილებას. აუცილებელია, რომ ეს მანიფესტაციები მშვიდობიან პროტესტად დარჩეს.

ახლა ევროკავშირის ჰიმნი გვესმის და ის გუშინ თბილისში, პარლამენტის წინაც ისმოდა. საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებას მოითხოვს? თუ ეს ეხება დედაქალაქში მცხოვრებ უმცირესობას?

არა, საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი მუდმივად მხარს უჭერს ევროპულ მიმართულებას და ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობისთვის, (მათ შორის ყველაზე ნაკლებად ჩართულებისათვის და მათთვისაც, ვინც ნაკლებად იცის, რა არის ევროპული პოლიტიკა და ინტეგრაცია), რომ საქართველოს ევროპული მომავალი განუყოფელია მისი დამოუკიდებლობისაგან. აქ ყველამ იცის ომი, ჩვენს მიერ გადატანილი ომებისა და ოკუპაციის გამო, რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა ჩვენი დამოუკიდებლობის შელახვას ნიშნავს. მაშინ როდესაც ევროპულ თანამეგობრობაში შესვლა იმ უსაფრთხოებას ნიშნავს, რასაც ჩვენს მეზობლებში ვხედავთ, ჩვენს მეგობარ, ბალტიისპირა ქვეყნებში, პოლონეთში, ჩეხეთში თუ სხვაგან. ამას უყურებს მოსახლეობა.

დღეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს. ის საავადმყოფოშია. თქვენ არ იზიარებთ მის პოლიტიკურ მოსაზრებებს. შემაშფოთებელია ევროკავშირში პოლიტიკური აგრესია, რომელიც სამიზნეში იღებს მაღალი თანამდებობის პირს?

არ ვიცი ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო თუ არა. არ ვიცი ეს პოლიტიკური აგრესიაა თუ კრიმინალური. ამისათვის გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ყველანაირი აგრესია ძალიან საშიშია. ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიოში რომელიმე რეგიონი თავისუფალია ძალადობისგან, განსაკუთრებით მსოფლიოში, სადაც ვხედავთ პოლარიზაციას სოციალური ქსელების დახმარებით, რაც უკონტროლო ხდება და სწორედ ამიტომ ვარ დღეს ასეთი ამაყი ქართველი ახალგაზრდობით. 30 დღისა და 30 ღამის შემდეგ ისინი განაგრძობენ მანიფესტაციებს ყველანაირი სიძულვილისა და ძალადობის გარეშე. ცეკვავენ, მღერიან ევროპულ ჰიმნს და ქართულ სიმღებს ძალიან კარგ ატმოსფეროში. მე ხვალ გავაკეთებ განცხადებას საჯარო წესრიგის დამცველებისათვის, რომ მათ აიღონ პასუხისმგებლობა და თავიდან აიცილონ ძალადობის ესკალაცია, ეს აქ, ჩვენი ყველას შეშფოთების საგანია.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. დიდი მადლობა, რომ დასთანხმდით France Infos-ს ინტერვიუს თბილისიდან.

 

სხვა სიახლეები