ინტერვიუ Info France 2-თან

ინტერვიუ Info France 2-თან

ეს  ქვეყანა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარეობს. მოსახლეობა ევროპაზე ოცნებობს, მაგრამ ხელისუფლების ნაწილი მოსკოვისკენ იყურება.

ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, დაძაბულობამ ერთიორად იმატა, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების მიმართ რეპრესიული კანონპროექტის, მიღების გამო. კანონი ინსპირირებულია რუსული კანონით. 15 აპრილს პროევროპელებსა და პრორუსებს შორის დაპირისპირებამ, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

ყოველ საღამოს ათასობით ქართველი გამოდის ამ კანონის წინააღმდეგ. ევროკავშირი მის გაწვევას ითხოვს. პრეზიდენტი პროევროპელია. ის რუსულ გავლენებზე საუბრობს:

რუსული გავლენების საკითხს რაც შეეხება, ჩვენ ახლა გვაქვს კიდევ ახალი ბრძოლა, რადგან მთავრობამ თავიდან შემოიტანა რუსული კანონი უცხოური აგენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია ტექსტითაც და შინაარსითაც. ამ ყველაფერზე პასუხი არის არჩევნები. 26 ოქტომბერს გვექნება არჩევნები. დღეს ნათელია, რომ არასოდეს რომ აღარ გვყავდეს უმრავლესობა, რომელიც ცდილობს მსგავსი კანონის შემოტანას, აუცილებელია, რომ არჩევნები იყოს აშკარა ევროპული არჩევანის მხარეს და გარკვეულწილად რეფერენდუმი.

ეს ნამდვილად გადამწყვეტი მომენტია?

სრულიად გადამწყვეტი მომენტია.

ეს (მნიშვნელობა) გაძლიერდა ორი წლის წინ უკრაინაში შეჭრით? კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა პოლიტიკური არჩევანი?

ჩვენ გავიგეთ რა არის რუსეთი და უკრაინა გვანახებს, (შეიძლება ითქვას უფრო მწვავედაც კი), რა არის რეალურად რუსული იმპერიალიზმი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გრძელდება, (უფრო ადრე კი, რუსეთის  იმპერიის დაშლის შემდეგ) და რომლის ფერფლიდან აღდგენაც მუდმივად ხდება. დღეს მნიშვნელოვანი ელემენტი სწორედ ევროპელების მიერ რუსეთის ნამდვილი ბუნების სწორი შეცნობაა, მეორე აუცილებელი აღმა იქნება იმის გაგება, რომ რუსეთი არასოდეს შეიცვლება, სანამ არ მოექცევა საკუთარი საზღვრების ჩარჩოებში, სანამ ექნება საშუალება დაიკავოს ნებისმიერი ტერიტორია, რომელიც მას არ ეკუთვნის, არ შედის მის საერთაშორისოდ აღიარებულ იურიდიულ საზღვრებში, მანამდე ეს რუსეთი არ შეიცვლება.

როდესაც თქვენ რუსულ იმპერიალიზმზე საუბრობთ, ფიქრობთ, რომ ამ ქვეყნის სურვილი შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს? მაგალითად, შიშობთ, რომ გაფართოვდება ტერიტორიები, რომლებიც უკვე ოკუპირებულია?

ეს პერმანენტული პროცესია რუსეთისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ძლიერია, რომ ის დაუმარცხებელია, მეზობლების ტერიტორიების დაპყრობა არ არის ძალის მაჩვენებელი. ეს იმპერიალიზმის სურვილის მაჩვენებელია, რომელიც აღარ შეესაბამება იმ მსოფლიოს, რომელშიც ვცხოვრობთ, ეს არის მხოლოდ რუსეთის მცდელობა გაახანგრძლივოს ის, რაც უკვე ძალიან მოძველებულია.

სხვა სიახლეები