ინტერვიუ Bloomberg-თან

ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობ ინტერვიუსათვის. რას გრძნობთ და როგორ გესახებათ, რამდენ ხანში შეძლებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე წინ წაწევას და რამ შეიძლება საქართველოსათვის ამ პროცესს ხელი შეუშალოს?

ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის წყალობით, რადგან მთლიანი პროცესის აჩქარება არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინის ასეთი სიმტკიცე, რომელმაც მთელ ევროპას აჩვენა, რომ მათი უსაფრთხოება უკრაინასთანაა დაკავშირებული და უკრაინა ჩვენი უსაფრთხოებისთვის იბრძვის. ასე რომ, ამან ნამდვილად შეცვალა გაფართოებისადმი მიდგომა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობას, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად. ჩვენ ჩვენი წილი ბრძოლა გვქონდა. ჩვენ გავუძელით, ქართული სიმტკიცე სხვა ხასიათისაა, ვიდრე უკრაინის, რა თქმა უნდა, თავისი განზომილებიდან გამომდინარე, თუმცა ქართული სიმტკიცე ნაკლები არ ყოფილა და ყოველ ჯერზე, როდესაც არსებობს ეჭვი თუ საით უნდა საქართველოს სვლა, ქართლი საზოგადოება აჩვენებს საით უნდა წავიდეს. ესაა ის მიზეზები, რის გამოც ოპტიმისტურად ვართ განწყობილ. მომავალი ოქტომბრისთვის არჩევნები გვექნება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი შედეგი, ვინც არ უნდა იქნეს არჩეული, ჩვენი ევროპული გზისა და ევროპული ორიენტაციის მხარდაჭერა იქნება. ეს წაგვიყვანს წინ გაფართოების გზაზე და იმედია, რაც შეიძლება მალე მოლაპარაკებების გახსნამდე. ეს ჩვენი გზაა და მე ამ გზას ყველა ფორმით ბოლომდე მხარს დავუჭერ, რამდენადაც შემიძლია.

რაც შეეხება NATO-ს გაფართოებას, რა არის ამჟამინდელი მდგომარეობა? ფიქრობთ, რომ რაც უფრო ახლოს იქნებით NATO-სთან უფრო უსაფრთხოდ იქნებით თუ არა?

რა თქმა უნდა.

რადგან უკრაინის შემთხვევაში, ამან აჩვენა, რომ პუტინისთვის, რუსეთისთვის უკეთესი იყო..

მე ასე არ ვფიქრობ, ეს არაა ახსნა. რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე გადაწყვეტილება თავად მიიღდა ეს არ იყო რამეზე რეაქცია, ეს იყო ქმედება, აგრესია და ვფიქრობ, რომ წითელი ხაზი, რომელიც ფარავს NATO-ს ყველა წევრს პუტიი მის გადაკვეთას ვერ გაბედავს. ეს უკვე მრავალჯერ დამტკიცდა. და რა თქმა უნდა, ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნისათვის, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა ნათელია, რომ NATO-ს კავშირში ყოფნა, დაცულობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გზაა და ჩვენ სხვა გზა არ ვიცით. ევროკავშირის გაფართოება NATO-ს გაფართოებასთან ერთად მიდის და ეს ორიენტაცია საქართველომ თავის კონსტიტუციაში ჩაწერა.

მაგრამ მაგალითად, დონალდ ტრამპის ახლანდელი კომენტარები თქვენში ღელვას არ იწვევს? ის თუ პრეზიდენტი გახდება შეუძლია NATO-ს დასუსტება და ამ სიტუაციაში საქართველოსთვის NATO კვლავ კარგი გზა იქნება?

რა თქმა უნდა, ამერიკის პოლიტიკაზე კომენტარს არ გავაკეთებ, არ იქნება სწორი. როგორც საქართველოს არ აქვს ევროინტეგრაციისა და NATO-ში ინტეგრაციის ალტერნატივა, არ ვფიქრობ, რომ აშშ-ს რაიმე ალტერნატივა აქვს გარდა იმისა, რომ ამ ძალიან ძლიერი ალიანსის უდიდეს მოკავშირედ დარჩეს მათი მომავლისათვის. ასე რომ, ამაშიც დარწმუნებული ვარ.

თქვენ ხომ იცნობთ მოდელს, რომელიც უკრაინამ აირჩია, როდესაც NATO-ზოგიერთ წვერთან ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერა ხელი? ფიქრობთ, რომ ეს მოდელი საქართველოსთვისაც მისაღებია და დასავლელ ლიდერებთან, NATO-ს ლიდერებთან საუბრისას თუ წამოგიჭრიათ ეს თემა?

ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გზაა. ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოებამდე საკითხი პროგრესირებდა და ევროკავშირთან დაახლოების მიზნით იყო გარკვეული საკითხები ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებში მოხვედრისათვის, ამის მსგავსად, ალიანსში თითოეულ მთავარ მოკავშირესთან დაახლოება ძალიან კარგი შუალედური გზაა, რა თქმა უნდა, ის არ ცვლის საბოლოო მიზნებს და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა შეასუსტოს ან შეანელოს საბოლოო მიზნისკენ სვლა, მაგრამ ეს ძალიან კარგი შუალედური გზაა მხარდაჭერის მისაღებად. რა თქმა უნდა, დღეს უკრაინას უფრო მეტად სჭირდება ამ ტიპის ორმხრივი შეთანხმებები, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს იწყება უკრაინით, მაგრამ თუ შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ, ვფიქრობ, ეს საინტერესო მაგალითი იქნება.

მაშ, თქვენ ღია იქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად, თუ ფიქრობთ, რომ გსურთ მსგავსი მოლაპარაკებების დაწყება?

ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი, ეს მთავრობის გადასაწყვეტი. მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო მაგალითია და ეს ასევე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ევროპელი პარტნიორების სურვილზე, რომ მიყვნენ ამ გზა.

რა საფრთხეებს ხედავთ, ვლადიმერ პუტინი მარტში მისი ხელახლა არჩევის შემდეგ, როგორ გაზრდის უკრაინაში მის ძალისხმევას? როგორ ხედავთ სიტუაციის განვითარებას 2024 წელს?

ვფიქრობ, ის [პუტინი], რაც შეუძლია ყველაფერს აძლიერებს. ის არ ელოდება ხელახლა არჩევას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ ომის წაგების პროცესში არაა. მან მრავალმხრივ წააგო, მას შეუძლია განაგრძოს და გააჭიანუროს [ომი], მაგრამ მხოლოდ ამის გაკეთება შეუძია. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირისა და ამერიკის სენატის გადაწყვეტილებების შემდეგ, ვნახავთ კავშირის გაძლიერებულ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ეს საკუთარი თავის დახმარებაცაა. სწორედ ესაა, რაზეც დღეს ამერიკის შეერებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა და ვფიქრობ, ეს ევროპის თითოეულ ქვეყანას უნდა ახსოვდეს.  

დღეს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. მინდა გკითხოთ თქვენ რას ფიქრობთ? ასევე, თქვენ გყავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს...

არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძია.

უბრალოდ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგალითად, შეძლებთ, რომ...

შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, ომელიც ალექსეი ნავალნის ეხება... თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება.

სხვა სიახლეები