ინტერვიუ CNN International-თან

ინტერვიუ CNN International-თან 

ქართველი ხალხისთვის უკრაინაში რუსეთის ომი კარგად ნაცნობია. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ორ რეგიონზე კონტროლი დაამყარა და არალეგალურად ცნო მათი დამოუკიდევბლობა. ეს 21-ე საუკუნეში ევროპის პირველი ომი იყო. კრიტიკოსები ამბობენ, რომ დასავლური ძალების მდუმარე რეაქციამ შესაძლოა პუტინის აგრესიული ექსპანსიონიზმი წაახალისა, მათ შორის ახლა უკრაინაშიც.

ახლა, საქართველომ უკრაინის ან თუნდაც მოლდოვას მსგავსად ბევრი დაბრკოლება  უნდა გადალახოს, რათა ისეთ დასავლურ ინსტიტუტებში შესვლის გზა მოძებნოს, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო და ასევე უნდა სცადოს, არ მოახდილონოს თავის საზღვარზე მყოფი რუსული დათვის პროვოკაცია.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დედაქალაქ თბილისიდან მიერთდება. ქალბატონო პრეზიდენტი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში. შეიძლება დავიწყო კითხვით, უბრალოდ თქვენი ანალიზი რომ მოვისმინოთ იმის შესახებ თუ [ალბათ აუცილებლად დააკვირდებოდით თქვენს საზღვარზე]  რა მოხდა რუსეთში ამ კვირას, რამდენად იყო ეს თქვენთვის სიურპრიზი  და რამდენად იყო ეს პუტინისთვის საშიშროება? 

ვფიქრობ, როგორც ჩემთვის, ისე თითქმის მთელი მსოფლიოსთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მოულოდნელი იყო მსგავსი სახის ამბოხების ნახვა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც გარკვეულწილად ამ ომით დასუსტებულია, მაგრამ არა ამ დონემდე. სრულიად მოულოდნელი იყო იმის ნახვა, როგორ მარტივადაა შესაძლებელი საზღვრის გადაკვეთა და  ჯერ როსტოვში და შემეგ მოსკოვის მიმდებარე სხვა ქალქებში მოხვედრა. მოულოდნელი იყო ამ ამბოხების დასასარულის ნახვა - ისევე მალე დასრულდა, როგორც დაიწყო, პირდაპირი რეპრესირების გარეშე, რაც რუსული ტრადიციებისთვის არაორდინალურია. ძალიან უცნაურია ისიც, რომ პრიგოჟინს შეუძლია პუტინს ენდოს, როცა უსაფრთხოების გარანტიებს პირდება. ამას რუსეთის ისტორიაში არასდროს უარსებია. როცა მეამბოხე ან თუნდაც სამხედრო ტყვე ხარ, ის ყოველთვის უპატიებელია. რაც ხდება, ის ნამდვილად ხდება დღეს რუსეთში...

როგორ შეიძლება ლუკანშეკოს ენდო, რომ მან უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს, როდესაც საკუთარი დამოუკიდებლობის, ძალიან პირობითი, მაგრამ მაინც დამოუკიდებლობის დაცვაც კი უჭირს რუსეთის მოთხოვნებისგან, რომელიც სულ უფრო და უფრო მზარდია, მათ შორის ეს ბოლო, ატომური ქობინების შესახებ, რომლებიც მის [ბელარუსის] ტერიტორიაზე.          

ასე რომ, ეს ყველაფერი სულაც არ გამოიყურება, როგორც ტრადიციული რუსეთი და ვფიქრობ, რომ ახალ ეტაპზე ვართ, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ხდება, სადაც რუსეთმა ნამდვილად დაინახა ომში ყველა თავისი გეგმის ერთი მეორეს მიყოლებით მარცხი. ეს საბოლოო სამხედრო მარცხი არ არის, მაგრამ ყველაფერი, რისი გაკეთებაც პუტინმა სცადა ან არ იმუშავა ან სრულიად მოულოდნელი რეაქცია გამოიწვია - გაერთიანებული ევროპა, გაერთიანებული ნატო, უფრო ძლიერი ნატო, ევროკავშირი, რომელიც ახლა გაფართოებაზე საუბრობს, მაშინ როდესაც ამ საკითხთან მიბრუნება არავის სურდა.  

ასე რომ, საერთო ჯამში პუტინმა ნეგატიური შედეგები მიიღო ამ სხვადასხვა მიმართულებით... წარმატებას ვერ მოიტანა ბოლიზაციამ, რუსული არმიამ და დამატებული პრიგოჟინის ვაგნერის ეს „სპექტაკლი“. რუსეთის არმია სრულიად დამცირებულია.  

წარმომიდგენია გენერლები, ეს რუსული ტრადიციული არმია, რომელიც მეორე მსოლიო ომის შემდეგ განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი არმია მსოფლიოში და ევროპაში, ახლა იძულებულია დონეცკში პრიგოჟინს დაეყრდნოს.

ქალბატონო პრეზიდენტი, ნება მომეცით გაგაწყვეტინოთ (ჩაგეკითხოთ აქ), რადგან ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო ანალიზია. თუ ეს ასეა, საქართველოში უფრო მეტად თუ უფრო ნაკლებად გრძნობთ საფრთხეს?  ჩვენ ვხედავთ ომის ათასობით  მოწინააღმდეგე რუსი სააქრთველოში ჩამოდის, მაგრამ თქვენთანაც შემოიჭრნენ 2008 წელს და კვლავ გაშფოთებთ პუტინის განზრახვები. რას ფიქრობთ ამაზე?

რა თქმა უნდა, შეშფოთების გარეშე ვერ იქნები, განსაკუთრებით როდესაც [პუტინის] რეჟიმი დასასრულ პერიოდში შედის და ნათელია, რომ პუტინი დღეს ყველაფერს ვერ მართავს და ნამდვილად ვერ მართავს უკრაინაში ომს. ყოველთვის შეგიძლია შეშფოთებული იყო თუ რა შეიძლება მოხდეს, ექსცენტრული გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული.

ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, რომ სამხედრო ზეწოლა არსებობდეს, ვინაიდან, ჩვენთან სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება და მანამდეც 1991 წლიდან სხვადასხვა ფორმებით. ასე რომ, ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. ასე რომ იმის თქმა, რომ სამხედრო ოკუპაციის გვეშინია დიდად არა. 

მაგრამ ვფიქრობ, რაც შეიძლება მოხდეს ისაა, რომ ახლა რუსეთი გამბედაობას ტესტავს და ტესტავს „რბილი ძალის” მეორე ფრონტს, რაც არის პროპაგანდა, ყველა ის რუსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და გავიმეორებ, რომ ეს უნდა კონტროლდებოდეს - არ შეგვიძლია ამდენი რაოდენობით რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე იმის ცოდნის გარეშე თუ ვინ არიან. უმრავლესობა, როგორც თქვით, ის ხალხია, რომელიც დღევანდელ რუსეთს გაურბის და პროპუტინული მოსახლეობა არ არის, მაგრამ ასევე ვიცით რუსეთის მუქარები, რომ თუ რუსულენოვანი ხალხი ნორმალურად არ იქნება დაცული - ეს შეიძლება რუსეთის შემოჭრის მიზეზად იქნას გამოყენებული.

ამიტომ ეს ყველაფერი შეიძლება რუსეთის მიერ ნაცრისფერ სივრცედ იქნას გამოყენებული, მაგრამ მე ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ საქართველოში ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ. მაგრამ, შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ტესტავდნენ - პროპაგანდას - რომელიც საბჭოთა დროიდან რუსეთის ჩვეულებრივი ინსტრუმენტია.

ქალბატონო პრეზიდენტო, ეს ყველაფერი ნაწილობრივ თქვენს ქვეყანაში დაიწყო, როცა უკრაინის მსგავსად, პრეზიდენტი ბუში დათანხმდა მათ მოწვევას ნატოს პროცესის დასაწყებად. რას ფიქრობთ, რა არის რეალური თქვენი ქვეყნის მომავლისთვის, რათა ის დამოუკიდბელი და უსაფრთხო სეინარჩუნპოთ? ფიქრობთ რომ არის ნატოში და ევროკავშირიში გაწევრიანების შანსი?

ვფიქრობ, რომ ევროკავშირში მოხვედრის კარგი შანსები გვაქვს და ვიცით, რომ ევროკავშირსა და ნატოსკენ გზები ძალიან პარალელურია და საქართველო ნატოსთან ურთიერთობებში ძალიან აქტიურია, აქტიურად იყო ნატოს მისიების მონაწილე ერაყში, ავღანეთში, წლების განმავლობაში ვატარებდით ნატოს წვრთნებს ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად. ასე რომ, ნატოსთან ჩვენი კავშირი ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს. რეალურად უკრაინამ სამი ასოცირებული ტრიოსთვის და სხვებისთვისთაც, ბალკანეთისთვისაც,  დააჩქარა ევროინტეგრაციის პროცესი. ნატოს თვალსაზრისით, ნატოს შემდეგ სამიტზე  ცენტრალური ალბათ უკრაინა იქნება, ეს ვიცით, და ეს იქენაბ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რა ტიპის არ ვიცი. ეს ნორმალურია, ეს ისაა, რასაც დღეს უკრაინა იმსახურებს. აქ არანაირი ფორმის კონკურენცია არაა. უკრაინის ნებისმიერი წინსვლა საქართველოსთვისაც სასარგებლო იქნება. ევროკავშირი ნამდვილად გარდამტეხ მომენტშია. წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსის. ჩვენ პერსპექტივა მივიღეთ, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვენოვანი იყო, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფია აღარაა საქართველოსთვის საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელიც მრავალი  წლის განმავლობაში იყო.   

შემდეგი ეტაპი უკვე კანდიდატის სტატუსის მიღებაა და რუსეთთან მიმდინარე ამ „რბილი ძალის“ "რბილ ომში" ვფიქრობ, რომ ევროკავშირს არ შეუძლია სტრატეგიულად საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხისთვის ისევ იმედის გაცრუება და ამ ხმრივ რუსეთისთვის "სათამაშოდ" მარტივი ადგილის მიცემა. ასე რომ, ეს არის ძალიან სტატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ რეფორმებსა და პროცესს ითვალისწინებს, რომელიც ბოლო პერიოდში არ არის ისეთი დამაკმაყოფილებელი, როგორიც უნდა იყოს. მაგრამ, შეიძლება ეს პირობები დარჩეს, შეიძლება დაემატოს, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირმა შეიძლება სწორი სიტყვები და ფორმატი შეარჩიოს, მაგრამ კვლავ - ეს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა.

ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა! ძალიან საინტერესო იყო. სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან, თბილისიდან. დიდი მადლობა!

 

სხვა სიახლეები