ინტერვიუ LCI-სთან

ინტერვიუ LCI-სთან

გავიხსენოთ კანონი, რომელიც ახდენდა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსების მიმღები მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაიგივებას უცხოელ აგენტებთან; მიუხედავად კანონის გაწვევისა, დროებით, მანიფესტანტები ადგილზე რჩებიან. კანონის გაწვევის გამოცხადების მიუხედავად, ისინი გუშინ ღამეს და დღესაც იდგნენ. მოვუსმინოთ მათ:

- 2012 წლიდან ამ ხელისუფლების ყველა ქმედება მიმართულია ამ ქვეყნის რუსეთისკენ წასაყვანად. ჩვენ ვაიძულეთ ისინი უკან დაეხიათ და გაეუქმებინათ კანონპროექტი. მაგრამ ჯერ ტრიუმფი ადრეა. კრემლის მონები გააგრძელებენ ქვეყნის მართვას. მმართველი პარტია, მთავრობა და თანამდებობის პირები არიან რუსეთის ელჩები საქართველოში.

- Მე ვარ რუსეთიდან. რუსეთში ეს კანონი სრულფასოვნადაა ამოქმედებული. ჩემი ბევრი მეგობარი გახდა უცხოეთის აგენტი. ჩემი ბევრი მეგობარი ციხეშია. მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი ებრძვის ჩვენს საერთო მტერს, ვლადიმერ პუტინის და მთლიანად რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას.

საინტერესოაა მ აქციებზ რუსი დემონსტრანტის, რუსეთის მოქალაქის ყოფნა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ათეულმა ათასმა რუსმა, რომლებიც სექტემბერში  მობილიზაციას გაექცნენ, თავშესაფარი საქართველოში იპოვა. ამ დემონსტრანტებისთვის ეს სიტუაცია ნაცნობია რუსეთში და ისინი ორივე ქვეყანაში მეტი თავისუფლებისთვის გამოდიან.

ამ მოვლენების მთავარი პირი, ჩვენთან არის პირდაპირ ეთერში. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონო პრეზიდენტო, საღამო მშვიდობისა. ქალბატონო სალომე, თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოვისმინეთ სრულიად დაუფარავი მუქარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მხრიდან.  შიშობთ, რომ რუსები თქვენზე თავდასხმის საბაბად გამოიყენებენ იმას, რაც ხდება?

ვფიქრობ, კარგი იქნება ერთხელ და სამუდამოდ აღარ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეიძლება გამოიყენონ რუსებმა საბაბად ამა თუ იმ მეზობელზე თავდასხმისთვის. 2 საუკუნეზე მეტია, ისინი თავს ესხმიან, სხვადასხვა საბაბით იკავებენ მათ გარშემო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებს, ასე რომ, თუ რუსეთს უნდა, ის ყოველთვის იპოვის საბაბს. არა მგონია, ღირდეს რუსეთზე ორიენტირებული საუბარი - რა თქვა, ან რა არ თქვა სერგეი ლავროვმა. ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რისი თქმა უნდოდა ქართველ ხალხს, როცა ის კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში, როგორც ეს რეგულარულად ხდება. ყოველ ჯერზე, მას სურს აჩვენოს, რომ მისი სურვილი ევროპასთან დაკავშირებული სურვილი უცვლელია, და რომ მისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. საკმარისია რუკას შევხედოთ, რომ გავიგოთ, რომ ევროპული გზა განვითარების ერთადერთი გზაა სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ასეა მრავალი საუკუნის განმავლობაში. საქართველოსთვის კონსოლიდაციის, სტაბილურობის, თავისუფლების რეალური გზა საკუთარ ღირებულებებთან, ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნებაა და ეს გზა თავისუფალი ერების საზოგადოებაში ინტეგრაციაა. ასე რომ, მოსკოვის აზრს არ აქვს მნიშვნელობა.

ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვხედავთ ხალხის ძალიან შთამბეჭდავ სურათს. გვესმის ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვნახეთ მსგავსი სხვაგანაც .. ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში. ქვეყნებში, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიდნენ  როგორ ფიქრობთ, უნდა გაგრძელდეს ეს დემონსტრაციები იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა აჩვენოს მისი  მიზანდასახულობა?

როგორც გითხარით, აქციები ახალი არ არის. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო. თუ გაქვთ ისტორიული არქივები, შეგიძლიათ ნახოთ დიდი დემონსტრაციები, რომლებიც ყოველთვის ეწყობა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, მისი ევროპასთან კავშირისა და თავისუფლების დასაცავად. ასე რომ, როდესაც ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეს დგება,  ადგილობრივი ხელისუფლების, ან გარე საფრთხეებს მხრიდან, სწორედ აქ ვიპოვით საქართველოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% დღესაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ოკუპირებულია იმ დონემდე, რომ თითოეულ ამ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა, რომელთაგან ერთი პრაქტიკულად ესაზღვრება საქართველოს დედაქალაქს, სულ რაღაც 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ, მოდით უფრო  კონკრეტულად ვისაუბროთ ამ საკითხზე. ახლა ამ ტერიტორიების აღდგენას ითხოვთ? ამ ომის ბოროტების შემდეგ, თქვენთვის კარგი იქნება, თუ დასავლეთის მხარდაჭერით საქართველო ამ ტერიტორიებს დაიბრუნებს?

არ მხოლოდ საქართველოსთვის, ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, თუ ხვალ გვინდა ვიხილოთ სტაბილური, დიდი ევროპა. ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ რუსეთის ნდობას, თუ ის გააგრძელებს ტერიტორიების ოკუპაციას. სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება მთლიანად უკრაინის ხელმძღვანელობასა და უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული, რადგან მათ ამის ფასი გადაიხადეს. მაგრამ იმ დღეს, როცა ეს მოლაპარაკებები დაიწყება, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ან ეს მოლაპარაკებები მიგვიყვანს ახალ რუსეთამდე, რომელიც აღარ დაიკავებს მეზობლების ტერიტორიებს,  პატივს სცემს მათ და აღიარებს მათ თანაბარ სუბიექტებად. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით სხვა სამყაროში და გვექნება განსხვავებული რუსეთი, ან იქნება ისევ ისეთივე რუსეთი, რონელიც ისევ ისე გააგრძელებს, როგორც დაიწყო 1991 წელს, 2008 წლის შემდეგ, 2014 წლის შემდეგ, სხვადასხვა პერიოდის დაშორებით და საფრთხეს შეუქმნის ყველა ტერიტორიას, ყველა ქვეყანას, ყველა ერს, რომელიც დღეს მის გარშემო დემოკრატიული და ევროპულია.

ჩვენ შეცდომა დავუშვით? არის თუ არა ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინმა, ჩვენი კომპრომისების ფასად, საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, იმ პრობლემის ნაწილი, რომლის ფასსაც დღეს ვიხდით?

მე მჯერა, რომ რეალური პრობლემა, რეალური კომპრომისი არ ყოფილა. რუსებმა  თავიანთი ჯარით მოახდინეს ოკუპაცია და მათი უკან დახევა რთული იყო. მაგრამ რეალური კომპრომისი და ნამდვილი შეცდომა ის არის, რომ ვერ მოხდა რუსეთის ნამდვილი ბუნების გაგება. რუსეთის ბუნება, საკუთარი ხალხის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ნაცვლად, იმპერიალისტური, ექსპანსიონისტური, მუდამ საგარეო საკითხებზე მომართულია. ის არ შეიცვლება, თუ რუსეთი საკუთარ საზღვრებში არ შევა.

თქვენ არ ხართ ნატოს წევრი. ნატოსგან დახმარებას ითხოვთ? თუ ხვალ რუსული ჯარები თავს დაესხმებიან საქართველოს, გაქვთ იმედი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი არ ხართ, მაგრამ ნატო დაგეხმარებათ?

საკითხი ასე არ დგას. რუსული ჯარები უკვე არიან ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ უკვე ოკუპირებული ვართ. ჩვენ მიგვიღია ნატოს მხარდაჭერა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ საქართველო დარჩენილიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, გაევლო გზა ევროპისაკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ამაში ვერაფერი შეგვიშლის ხელს, რადგან ეს ერმა აირჩია.

მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ, მოვისმინეთ, თუ რა თქვა ბატონმა ლავროვმა, ის ჩარევაზე საუბრობს. მან შედარება გააკეთა 2014 წლის მაიდანსა და თბილისს შორის..

დაე, ილაპარაკოს...

ხვალ რომ რუსებმა მოინდომონ თბილისამდე მისვლა, ისევე  როგორც კიევში სცადეს, როგორ ფიქრობთ, ნატომ უნდა მოახდინოს რეაგირება?

ნატო არ მოახდენს რეაგირებას, ისევე როგორც არ მოახდინა რეაგირება დღეს უკრაინაში, რადგან ნატო მე-5 მუხლი ნატოს წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.  მაგრამ საკითხი ასე არ დგას. ნუ ვართ გაქვავებული, თავი დავანებოთ « ფინეთიზებას » იმ განცხადებებით, რაც შეიძლება დღეს ლავროვმა გააკეთოს. სწორედ რუსეთმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რა უნდა გააკეთოს, რა არის მისი მომავალი? როგორ შეძლო მისი დამცირება ერმა, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ერი იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, თავის საზღვრებს, იცავს საკუთარ თავისუფლებას და ევროპულობას. რუსეთმა ეს კითხვები საკუთარ თავს უნდა დაუსვას. ჩვენ არ გვაქვს კითხვები ჩვენს თავთან. ჩვენ მხოლოდ ერთი მომავალი გვაქვს, ეს არის თავისუფლება და ევროპა!

თქვენ სრულფასოვნად ფლობთ ფრანგულ ენას. იმ ვითარებაში, რომელშიც თქვენ ხართ, რას ეუბნებით ემანუელ მაკრონს და საფრანგეთს?

პირველ რიგში, აღვნიშნავ სოლიდარობის სიტყვებს, რომელიც პრეზიდენტმა მაკრონმა უთხრა საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ერს. მიმაჩნია, რომ ერთადერთი, რეალური საშიშროება, რაც შეიძლება არსებობდეს, იქნება ხელისუფლების შეცდომის გამო, ხელისუფლების არჩევანი, რომელსაც მოსახლეობა არ იზიარებს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადება. გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ  რუსეთს სწორედ მიტოვებულების ხარჯზე მიიწევს წინ.

დღეს მოვისმინეთ განცხადებები ჩვენს არხზე; ბატონი პოდოლიაკი, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ამბობდნენ რომ სხვა  ხალხებიც მზად უნდა იყვნენ თავიანთი დამოუკიდებლობის აღსადგენად თუნდაც დღევანდელი რუსეთის დაშლის ხარჯზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ჩეჩნეთის მაგალითი მოიყვანა. ჩეჩნებს აქვთ დამოუკიდებლობის უფლება ისევე, როგორც ქართველებს, ისევე როგორც უკრაინელებს. იზიარებთ ამ თვალსაზრისს?

ეს ჩემი სათქმელი არ არის. არჩევანის გაკეთება ამ მოსახლეობის გადასაწყვეტია. მცირე განსხვავებაა 26 საუკუნის  არსებობის მქონე სახელმწიფოს, მაგალითად საქართველოსა და  სხვა სახელმწიფოებს შორის, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა იმპერიაში იყვნენ.  კითხვა ასე არ ისმის. რუსეთი ასევე, ცდილობს გამოიყენოს ეს თემა,  როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, რომ თითქოს ყველა უბედურება მოჰყვებოდა დაყოფას, საბჭოთა კავშირის დაშლას. 

თითოეულ ხალხს, სადაც არ უნდა იყოს იგი გეოგრაფიულად, აქვს უფლება პატივს სცემდნენ მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ეს არის ის, რაც რუსეთმა უნდა ისწავლოს, თუ მას სურს გახდეს საერთაშორისო საზოგადოების წევრი, მიღებული და პატივცემული. მე ვეტყოდი ბატონ ლავროვს, (რომელსაც ვიცნობ და მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი) თუ მომისმენს, რომ დროა, პატივი სცეს მეზობლებს; ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი ამ კითხვაზე. მეზობლებთან მუქარით არ უნდა საუბრობდნენ, ასე ვერ ვისწავლით ერთად ცხოვრებას.

რამდენიმე სიტყვა რელიგიურ განზომილებაზე; გაოგნებული ვიყავი წინა ინტერვიუში, თქვენ ისაუბრეთ ამ თემაზე და თქვით, რომ რელიგიურ ასპექტს მნიშვნელობა ჰქონდა. Რა გაგებით? ჩვენ ცოტა ხანში მოვისმენთ, პაპი ფრანცისკეს  გარკვეულწილად ბუნდოვან განცხადებას.

არ ვიცი, რა სახის ბუნდოვნებაა რომის პაპ ფრანცისკესთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცი, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სომხეთთან ერთად, რომ ეს ქართული იდენტობის განუყოფელია, ჩვენ ასე ვცხოვრობთ. ჩვენი ქრისტიანობა ტოლერანტობის ქრისტიანობაა და ალბათ, ამიტომ დღეს რუსებს შეუძლიათ მოვიდნენ საქართველოში, მაშინ, როდესაც მათ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%-ს.  არ აქვს ადგილი ინციდენტებს არც ქართველებთან და არც უკრაინელებთან, რომლებიც ასევე დევნილები არიან ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ქართული ქრისტიანობა.

როდესაც ხედავთ, რომ ვალდიმირ პუტინი ძალიან მტკიცედ აცხადებს საკუთარ ქრისტიანობას, პატრიარქ კირილთან ერთად, რა კომენტარი გექნებათ ამაზე?

მე ვწყვეტ რუსეთზე გამუდნებით კომენტატების კეთებას. ეს სხვა სამყაროა და არა ჩვენი.

ისე მოხდა, რომ ის მნიშვნელოვანი აქტორია, ნეგატიური სამწუხაროდ,  მაგრამ ის იმ პერიოდის აქტორია, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

არ ვიცი...

და ბოლო სიტყვა; თქვენ თქვით, რომ ურთიერთობა გქონდათ სერგეი ლავროვთან. შევცდით მაშინ? იქნებ საქართველო, იქნებ საფრანგეთი, რომელიც ენდო იმ რუსეთის სიტყვას, რომლის შესახებ კომენტარის გაკეთება არ გსურთ, შევცდით?

მე ვთვლი, რომ თქვენი პროგრამა დღეს ზედმეტად ორიენტირებულია რუსეთისკენ... დღეს ერთადერთი, ნამვდილი პრობლემა არის...

მაპატიეთ ქალბატონო პრეზიდენტო, თავს უფლებას ვაძლევ გაგაწყვეტინოთ, მაგრამ, 15 წუთია საქართველოზე ვსაუბრობთ, რუსეთზე არ ვსაუბრობთ.

არა, ჩვენ საკმარისად არ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ჩვენს ამერიკელ პარტნიორზე და იმაზე, თუ რა არის ჩვენი მომავალი. რუსეთი ცდილობს ჩვენს შეჩერებას და ყოველ ჯერზე, თუ საუბარი რუსეთზე გადადის, ეს კიდევ ერთი საშუალებაა საუბრის გადასატანად. დღევანდელი რუსეთი წარსულია.

მაშ, მომავალზე ვისაუბროთ. ნატო: გსურთ ნატოში გაწევრიანება სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად, ახლა?

ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც რუსეთის გარშემოა და (ეს რუსეთმაც  უნდა გაიგოს), რომელსაც უსაფრთხოება სჭირდება, მხოლოდ ერთი სურვილი აქვს და ეს ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებაა; ამის დასტურია - ფინეთი და შვედეთი.

ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებას ითხოვთ? ნატოს ეს შეუძლია, თუ მისი წევრები თანახმა იქნებიან.

არა მხოლოდ ვთხოვთ, ეს ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში.

ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი შემდეგ ჯერზე პარიზში (შევხვდებით). თქვენ ნახევრად ფრანგი ხართ, ასეა?

არა, მე მხოლოდ ქართველი ვარ.

შეგვახსენეთ,  როგორ ფლობთ ფრანგულს ასე კარგად?

 დავიბადე საფრანგეთში, ქართველი მშობლების ოჯახში, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ საფრანგეთში 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ.

დაბოლოს, რაც შეეხება ფრანგულ კულტურას. მე ძალიან გაოცებული ვარ იმის დანახვით, რამდენად, განსაკუთრებით ახლა უკრაინელ ლიდერებს შორის, ინგლისურმა აშკარად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. საფრანგეთს, ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეყანას უნდა შეეძლოს გავლენა მოახდინოს იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩვენს ირგვლის ხდება?

საფრანგეთს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროპული ძალები კონცენტრირდნენ მის გარშემო. ევროპა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების პოლიტიკაში თავის ნამდვილ როლს ისევ ასრულებს; ცოტა იძულებითი.  როგორც ხშირად ხდება, კრიზისები იწვევს ევროკავშირის გადაჯგუფებას და ამ ევროკავშირში, რომელსაც ახალი როლი აქვს მსოფლიო რუკაზე, ცხადია, რომ საფრანგეთს აქვს თავისი როლი და ეს ცენტრალური როლია.

დიდი მადლობა ქალბატონო პრეზდენტო, ნიუ იორკიდან ჩართვისთვის. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. 

სხვა სიახლეები