სალომე ზურაბიშვილი - რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 29 წლისთავს ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, რომ რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე, თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა  დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა.
"საოცარი ის არის, რომ იმ დროს ხალხმა, 70 წლიან საბჭოთა  ციხეგამოვლილმა, გაიაზრა თავისუფლების და ერთიანობის ფასი და ერთსულოვნად დამოუკიდებლობას მისცა ხმა. 
ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს. 
ნათელში იყოს მისი სული!
ქართველმა ერმა კი, არ დაივიწყოს ერთობის ძალა, რომელიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!"- წერს საქართველოს პრეზიდენტი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

 

სხვა სიახლეები