
საქართველოს პრეზიდენტმა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და წესით, დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა და თავმჯდომარის სამი კანდიდატურა წარუდგინა.
წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა.