რუმინეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს - რუმინეთი მზადაა საქართველოს სასარგებლოდ ფეხზე წამოდგეს

 საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს შეხვდა.

შეხვედრისას რუმინეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ,,რუმინეთი მზადაა საქართველოს სასარგებლოდ ფეხზე წამოდგეს“.
მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს და ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებაზე ისაუბრეს.

სხვა სიახლეები