
საქართველოს პრეზიდენტის წერილში საუბარია შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს განსაკუთრებულ როლზე მის ქვეყნაში სარწმუნოების გამტკიცების საქმეში.
“ქართველები და აზერბაიჯანელები განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის ერები ვართ, მაგრამ განსხვავებული მრწამსის მიუხედავად, ახლო მეგობრობა გვაკავშირებს. ამ ურთიერთობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში მე ყოველთვის ვხედავ თქვენსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად როლს. მჯერა, რომ ეს მეგობრობა არასდროს შეიბღალება, გავუფრთხილდებით მას და ამით კიდევ უფრო გავაძლიერებთ რეგიონს, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიმშვიდე და განვითარება", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიწერილ მილოცვაში.