პრეზიდენტმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პრეზიდენტმა მინისტრთან რეგიონში შექმნილი ვითარება და შვედეთის, როგორც ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის როლზე ისაუბრეს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ 2021 წელს ეუთოს თავმჯდომარის რანგში შვედეთის სამოქმედო პრიორიტებები იქნება: მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება და ქალთა საკითხები.

საუბრისას განიხილეს, როგორც ორმხრივ ასევე, მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

მხარეებმა ისაუბრეს შვედეთის როლის მნიშვნელობაზე საქართველო - ევროკავშირის პარტნიორობის პროცესში და განიხილეს საქართველოს მოლოდინები მომავალი წლის მარტში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმართ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო - ევროკავშირის პარტნიორობის არსებული ფორმატი უნდა გაძლიერდეს, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა  საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და გამოთქვა რწმენა, რომ მომავალი არჩევნები უსაფრთხოდ, სამართლიანად, დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩატარდება.

სხვა სიახლეები