პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

დაინტერესებული პირების არაერთგზის  მომართვისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების  გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია,  რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით „საიდუმლო“ სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება. 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტების რეგისტრაციასა და შენახვას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებამდე ახორციელებდა საბჭოს აპარატი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ლიკვიდაციისას მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, რომლის შექმნილ სალიკვიდაციო კომისიასაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, უნდა მოეხდინა საბჭოს აპარატში დაცული დოკუმენტაციის დამუშავება - სისტემატიზაცია - დაარქივება, რაც 2019 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულებულიყო.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის  ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციისგან 2019-2021 წლებში არაერთხელ  გამოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული საიდუმლო აქტები, რომლებიც დღემდე არ მიუღია.

სხვა სიახლეები