ორბელიანების სასახლის წინ დღეს, 18:00 საათზე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციას გამართავს

ნებისმიერ მსურველს შეეძლება სადღესასწაულოდ ჩიჩილაკებით მორთული პრეზიდენტრის სასახლის ეზოს დათვალიერება და სამსახსოვრო ფოტოების გადაღება.

ღონისძიებაზე სტუმრად მოსული ბავშვები წინასაახალწლო განწყობას შეიქმნიან და ანიმატორებთან და დრამერებთან ერთად გაერთობიან.

ღონისძიების საპატიო სტუმრები იქნებიან სოფელ წეროვანის მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელები, რომელთა შორისაც არიან აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ბავშვები.

საქველმოქმედო აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან