პრეზიდენტმა მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო თანადგომისა და მამაცობისათვის მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის 27 ივნისს ქ. თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო თანადგომისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა მალხაზ პარკაძე ორბელიანების სასახლეში პირადად დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ის, რაც თქვენ გააკეთეთ და ასევე, მნიშვნელოვანია ამის აღიარება. საზოგადოება იწყება იქ, სადაც არის თავდადება, სადაც ერთმანეთის  მიმართ ინდიფერენტულობა არ სუფევს და პირიქით, ადამიანები მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად თუნდაც თავიანთი სიცოცხლის ფასად წავიდნენ რისკზე, სწორედ ეს ქმნის ძლიერ საზოგადოებას. 

დღევანდელ დღეს საზოგადოება გამოცოცხლებულია. ეს დავინახეთ ახალგაზრდების გამოსვლებში. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან თავიანთი პასუხისმგებლობა აიღონ, და ეს იწყება პიროვნებიდან და თქვენ ამისი განსახიერება ხართ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი გამოგივიდათ და რომ კარგად დასრულდა. 

დასაფასებელია და თქვენი თავდადებაც და მოქალაქეობრივი შეგნებაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, და მაგალითად წარმოვადგინოთ რადგან, თუ რამე აკლია ჩვენ ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას სწორედ ასეთი მაგალითებია. როცა იწერება სხვა როგორ იქცევა და მერე შენც მიიჩნევ, რომ შენც შეგიძლია ასე მოიქცე და ეცდები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

თავის მხრივ, მალხაზ პარკაძემ პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს