პრეზიდენტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ვასილ ნაყეურს პირად გადასცა.

ვასილ ნაყეური არხოტში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობდა, რომელმაც მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო ,,ევროპა ნოსტრა“ 2024 წლის 30 მაისს მოიპოვა.

ცერემონიაზე საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტის „ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში“ - წარმატებით ჩართულობასა და მონაწილეობისათვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიგელებით დაჯილდოვდნენ ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ფონდის“, ფრანგული მხარის, ორგანიზაცია ,,რამპარის“, ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციის 40 - მდე მოხალისე.

ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა.

„პროექტი „მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია“ საქართველოში 2021-2023 წლებში განხორციელდა ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation, დიდი ბრიტანეთი), “რამპართან” (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია სიდლეცინის კოშკის (‘Ducal Tower in Siedlecin’, პოლონეთი) - მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ფონდ “ალიფის” (ALIPH Foundation) მიერ.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება