საქართველოს პრეზიდენტი - მომავალი არჩევნები ქვეყნისათვის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდა. 

პრეზიდენტებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი არჩევნები ქვეყნისათვის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის განვითარების ევროპული გზის მხარდამჭერი და დამცველია. 

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ არ შეიძლება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ.

თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ, აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებასა და ევროპული ინტეგრაციის ამ პროცესს. 

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება