31 მაისს იწურება, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, საკონკურსო განაცხადებისა და ნაწარმოებების მიღების ვადა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9 კაციანი კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები, ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემიის მისანიჭებლად საკონკურსოდ დაიშვება საკონკურსო წლამდე 5 წლის განმავლობაში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ორიგინალური ნაწარმოები.

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაწარმოებების მიღება მოხდება 2024 წლის 24 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0108. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კომისიის შემადგენლობა

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსის ძირითადი პირობები 

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს