პრეზიდენტმა ეუთო-ს თავმჯდომარესთან არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთო-ს თავმჯდომარესთან, მალტის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მომავალი არჩევნები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და  “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციასთან მიმართებით ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და აღნიშნა, რომ ბოლომდე დაიცავს ქართული საზოგადოების უმრავლესობის ამ არჩევანს. 

შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე ინსტიტუციური რეფორმების კუთხით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტების, ისე ევროპული ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

საუბარი ასევე შეეხო 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მოვლინების აუცილებლობას. 

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, ადამიანის უფლებების მუდმივი და უხეში დარღვევა. 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს